მარიამ გერსამია
პროექტის მენეჯერი
მარიამ გერსამია არის მედიაფსიქოლოგი, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი. მარიამმა სადოქტორო ხარისხი მოიპოვა 2004 წელს ჟურნალისტიკის განხრით.
2015-2017 წლებში მიიღო პოსტ-დიპლომური განათლება სხეულზე ორიენტირებულ ფსიქოთერაპიაში. აკადემიურ სფეროში 22-წლიანი საქმიანობისას, იყო თსუ-ის ჟურნალისტიკის და მასობრივი კომუნიკაციის დეპარატმენტის და პროგრამების ხელმძღვანელი (სამივე საფეხურზე), უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს ორგზის არჩეული წევრი (2010-1015), ამჟამად კი ხელმძღვანელობს ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამას „მედიაფსიქოლოგია და კომუნიკაციები“.
აკადემიური საქმიანობის პარალელურად, მარიამი სხვადასხვა დროს თანამშრომლობდა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, არის ა(ა)იპ „მედიახმის“ დამფუძნებელი. ასევე, მუშაობდა განათლების და მეცნიერების სამინისტროში საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსად და მინისტრის მრჩევლად (2006-2009), აღმასრულებელ დირექტორად შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში (2009-2014). არის სხვადასხვა საერთაშორისო სამეცნიერო ასოციაციის და სარედაქციო საბჭოს წევრი. არის ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების სტიპენდიატი (2022) და ქალაქ ლუივილის (აშშ) საპატიო მოქალაქე.