ENG

ნატალი გოგიაშვილი

იურისტი
natali.gogiashvili@transparency.ge

ნატალი „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ 2020 წლის ივლისში შემოუერთდა. მას დასრულებული აქვს მიუნსტერის უნივერსიტეტის მაგისტრატურა კერძო სამართლის მიმართულებით. ასევე, ერთი წელი სწავლობდა ვიადრინას ევროპულ უნივერსიტეტში, გერმანიაში. ნატალი ფლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხებს.

ნატალი ადვოკატთა ასოციაციის წევრია 2017 წლიდან. იგი ასევე 2017-2018 წლებში მუშაობდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ქუთაისის რეგიონალურ ოფისში იურისტის პოზიციაზე. მანამდე იყო „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ ადვოკატის თანაშემწე და კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში იურისტის ასისტენტი. ნატალი პრაქტიკებს გადიოდა საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდიის ფარგლებში გერმანიის პარლამენტში.