ENG

ნინო ჩიტორელიძე

გარდაბნის რეგიონული წარმომადგენელი

ნინო ჩიტორელიძე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ 2020 წელს შემოუერთდა და  გარდაბნის რეგიონული წარმომადგენლის პოზიციას იკავებს.

ნინომ 2008 წელს მიიღო საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მაგისტრის ხარისხი საჯარო მმართველობაში. 2016 წლიდან ეუფლება დოქტორის აკადემიურ ხარისხს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე, საჯარო მმართველობის სპეციალობით.

2012 წლიდან საქმიანობს სამოქალაქო სექტორში და აქვს პროფესიული გამოცდილება ტრანსსასაზღვრო ეკონომიკური განვითარების, სოფლის განვითარებისა და საჯარო სამსახურის რეფორმირების მიმართულებით. სხვადასხვა პროექტის ფარგლებში იგი უზრუნველყოფდა ინკლუზიური ეკონომიკური განვითარებისა და დაგეგმარების პროცესის ხელშეწყობას, ადგილობრივი მოქმედი მხარეების ჩართულობის და მათი შესაძლებლობების გაძლიერებას რეგიონებში.

გავლილი აქვს მრავალი ტრენინგი პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებისა და გაძლიერების მიზნით პროექტის მართვის, ეფექტური კომუნიკაციის, საჯარო პოლიტიკის ანალიზის და მონიტორინგისა და შეფასების მიმართულებით.