რეგიონული კოორდინატორი: თელავი - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

რეგიონული კოორდინატორი: თელავი

 

ჩვენ შესახებ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ საერთაშორისო გამჭვირვალობის გლობალური  ანტიკორუფციული მოძრაობის ეროვნული ბიუროა საქართველოში. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ საქმიანობის მიზანია საჯარო ინსტიტუტების განვითარების, კარგი მმართველობისა  და კანონის უზენაესობის დამკვიდრების ხელშეწყობა, მთავრობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების მხარდაჭერა და საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებების დაცვა.

ჩვენი საქმიანობისა და პროექტების შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებგვერდს: http://transparency.ge.

ვაკანსიის შესახებ

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ აცხადებს ვაკანსიას სრულ განაკვეთზე მომუშავე რეგიონული კოორდინატორის (თელავი) პოზიციაზე.

სახელფასო განაკვეთი: განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად

ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, მობილური ტელეფონის ბალანსი

სამუშაო ადგილი: თელავი

სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)

ხელმძღვანელი: რეგიონული ოფისების მენეჯერი

ძირითადი მოვალეობები:

  1. ოფისის საქმიანობის ადმინისტრირება და კოორდინაცია;
  2. ადგილობრივი მოვლენების რეგულარული ანალიზი და მათთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოდგენა;
  3. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში განვითარებული მოვლენების მონიტორინგი და მათ შესახებ მოხსენების რეგულარულად მომზადება;
  4. რეგიონში განვითარებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ანგარიშების, ბლოგებისა და სხვა წერილობითი მასალის მომზადება;
  5. ადგილობრივი მოვლენებისა და ღონისძიებებისათვის თვალის დევნება;
  6. შეხვედრები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან;
  7. ოფისის საქმიანობის შესახებ მონაცემების შეკრება და თბილისის სათაო ოფისისათვის მათი რეგულარულად წარდგენა;
  8. წარმოშობილი საკითხების მოგვარებაში ორგანიზაციის თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობის მისაღებად მზადყოფნა და განსხვავებული პირობებისადმი ადაპტაციის უნარი;
  9. მედიასთან  ურთიერთობა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ სახელით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  1. უმაღლესი განათლების დიპლომი სამართალში, პოლიტიკურ მეცნიერებებში, ეკონომიკაში ან სოციალური მეცნიერებების შესაბამის დარგში;
  2. ქართულ და ინგლისურ ენებზე თავისუფლად და ეფექტურად წერის უნარი;
  3. საჯარო გამოსვლის გამოხატული უნარი;
  4. საქართველოს სამთავრობო დაწესებულებებისა და საქართველოს საკანონმდებლო პროცესების მაღალ დონეზე ცოდნა;
  5. კომპლექსურ კვლევებზე მუშაობის გამოცდილება და ანალიტიკური  უნარები;
  6. კანდიდატი უნდა ავლენდეს ძლიერ მოტივაციასა და შემოქმედებით მიდგომას, აგრეთვე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მისიისადმი ერთგულებასა  და სურვილს, ფლობდეს ინფორმაციას იმ სოციალურ-პოლიტიკურ მოვლენებზე, რომლებიც ქვეყანასა და რეგიონზე ახდენს გავლენას;
  7. უპირატესობა მიენიჭება არასამთავრობო სექტორში მუშაობის გამოცდილებას.

 განაცხადების შემოტანისა და განხილვის პროცესი:

დაინტერესებულმა პირებმა დადგენილ ვადაში უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები:

  1. CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე;
  2. სამოტივაციო წერილი ქართულ ან ინგლისურ ენაზე.

დაინტერესებულმა განმცხადებლებმა უნდა გამოაგზავნოს ქვემოთ მოცემული დოკუმენტები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  jobs@transparency.ge

განცხადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 15 ივნისი. არასრულად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება. გასაუბრებაზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები. გასაუბრება შესაძლებელია  შედგეს Skype / Zoom საშუალებით. წერილის სათაურში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „რეგიონული კოორდინატორი“.