საარჩევნო დამკვირვებელი - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

საარჩევნო დამკვირვებელი

 

ჩვენ შესახებ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ გლობალური  ანტიკორუფციული მოძრაობის ეროვნული ბიუროა საქართველოში. ორგანიზაციის  მიზანია საჯარო ინსტიტუტების განვითარების, კარგი მმართველობისა  და კანონის უზენაესობის დამკვიდრების ხელშეწყობა, მთავრობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების მხარდაჭერა და საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებების დაცვა. ჩვენი საქმიანობისა და პროექტების შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებგვერდს http://transparency.ge.

განაცხადის შესახებ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ დამატებით აცხადებს დამკვირვებლების მიღებას 2021 წლის 30 ოქტომბერს გასამართი საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების II ტურის სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობისათვის თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში და ბათუმში.

აღწერილობა                  

  • დამკვირვებლის სამუშაო დღე იქნება უშუალოდ არჩევნების დღე, 2021 წლის 30 ოქტომბერი;
  • შერჩეული დამკვირვებლები გაივლიან სპეციალურ ერთდღიან ტრენინგს;
  • ოლქებსა და უბნებში განაწილებისას  გათვალისწინებული იქნება დამკვირვებლების პრიორიტეტები;
  • დამკვირვებლისთვის გათვალისწინებულია ანაზღაურება 100 ლარის (ხელზე ასაღები თანხა) ოდენობით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • საქართველოს მოქალაქე 18 წლის ასაკის და ზევით;
  • არცერთი პოლიტიკური პარტიის წევრი/აქტივისტი;
  • ორგანიზებული, კომუნიკაბელური და დეტალებზე ორიენტირებული;
  • მოტივირებული და ინიციატივიანი ადამიანი, რომელსაც შეუძლია ეფექტიანად მუშაობა როგორც გუნდთან ერთად, ისე დამოუკიდებლად.

განაცხადის წარდგენის პროცესი:

მონაწილეობისათვის გთხოვთ, შეავსოთ ფორმა შემდეგ მისამართზე: https://bit.ly/3jjJQjI

უპირატესობა მიენიჭება COVID19 საწინააღმდეგო ვაქცინით სრულად აცრილ აპლიკანტებს.

განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 17 ოქტომბერი. გასაუბრებაზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.

შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვწეროთ მისამართზე observer@transparency.ge ან  დაგვიკავშირდეთ ნომერზე (+995 032) 291 14 03.