„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” აცხადებს მონაწილეთა შერჩევას ანტიკორუფციული საზაფხულო სკოლისთვის - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” აცხადებს მონაწილეთა შერჩევას ანტიკორუფციული საზაფხულო სკოლისთვის

 

ჩვენ შესახებ
 
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ საერთაშორისო გამჭვირვალობის გლობალური  ანტიკორუფციული მოძრაობის ეროვნული ბიუროა საქართველოში. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ საქმიანობის მიზანია საჯარო ინსტიტუტების განვითარების, კარგი მმართველობისა  და კანონის უზენაესობის დამკვიდრების ხელშეწყობა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, მთავრობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების მხარდაჭერა და საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებების დაცვა. ჩვენი საქმიანობისა და პროექტების შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ გვერდს http://transparency.ge.

საზაფხულო სკოლის შესახებ

ანტიკორუფციული საზაფხულო სკოლა “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ორგანიზებით წელს მესამედ ჩატარდება. სკოლის მიზანია სხვადასხვა სფეროში მოღვაწე სპეციალისტებს გაუღრმავოს ცოდნა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, ინსტიტუტების გამჭვირვალობისა და მათი ანგარიშვალდებულების შესახებ. სკოლაში მოწვეული სპიკერები  წარმოადგენენ საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ წამყვან ორგანიზაციებში დასაქმებულ პროფესიონალებს, რომელთაც აქვთ როგორც თეორიული ცოდნა, ასევე პრაქტიკული გამოცდილება აღნიშნული საკითხების შესახებ. “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” გეგმავს საზაფხულო სკოლა იქცეს არაფორმალური განათლების მნიშვნელოვან პლატფორმად, რომლის მონაწილეებიც შეძლებენ სამომავლოდ საკუთარი წვლილი შეიტანონ ქვეყანაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ანტიკორუფციული საზაფხულო სკოლის ფარგლებში სემინარები ჩატარდება ქალაქ ბათუმში, 2020 წლის სექტემბერში (სემინარების ხანგრძლივობაა 4 დღე). საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის, ტრანსპორტირებისა და განთავსების ხარჯებს სრულად დაფარავს ორგანიზაცია.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • საჯარო სამსახურში, არასამთავრობო სექტორში, ბიზნესის ან  მედიის სფეროში საშუალო და მაღალ პოზიციაზე დასაქმებული პირი;
  • არანაკლებ 7 წლის სამუშაო გამოცდილება (სასურველია არანაკლებ 3 წელი მენეჯერული გამოცდილება);
  • ინგლისური და ქართული ენების მაღალ დონეზე ფლობა (როგორც წერა, ისე საუბარი);
  • ქვეყანაში მიმდინარე პროცესების კრიტიკული ანალიზის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.

განაცხადების შემოტანისა და განხილვის პროცესი:

დაინტერესებულმა პირებმა 2020 წლის 16 აგვისტოს ჩათვლით უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე  jobs@transparency.ge

1. CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე;

2. სამოტივაციო წერილი ქართულ ან ინგლისურ ენაზე;

არასრულად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება. დავუკავშირდებით, მხოლოდ შერჩევის მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს. წერილის სათაურში, გთხოვთ, მიუთითოთ “ანტიკორუფციული საზაფხულო სკოლა”.

 

** ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე თარიღი შესაძლოა შეიცვალოს.

Job Duration: 03 August, 2020 - 16 August, 2020
Job Type: Other