სოციალური მედიის ოფიცერი - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

სოციალური მედიის ოფიცერი

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" აცხადებს ვაკანსიას სრულ განაკვეთზე მომუშავე სოციალური მედიის ოფიცრის პოზიციაზე. კონკურსში გამარჯვებული კანდიდატი განახორციელებს ორგანიზაციის ვებ-გვერდის და სოციალური ქსელების მართვას.

სახელფასო განაკვეთი: განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად
ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, მობილური ტელეფონის ბალანსი
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო საათები: 10:00-18:00 (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)
ხელმძღვანელი: კომუნიკაციების და PR მენეჯერი

ძირითადი მოვალეობები:

** ორგანიზაციის ვებ-გვერდზე განსათავსებელი პუბლიკაციების და ვიდეო კონტენტის რედაქტირება, გამოქვეყნება და განახლება (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
** ორგანიზაციის სოციალური ქსელის (Facebook, Twitter, LinkedIn, Instagram) გვერდების მართვა და განახლება, ხარისხიანი კონტენტის შექმნა და განთავსება (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
** სოციალურ ქსელში განსათავსებელი კონტენტის შესაბამისი დიზაინის შერჩევა და განახლება;
** სოციალური ქსელის გვერდების შედეგების პერიოდული ანალიზი და რეპორტინგი;
** სხვადასხვა კამპანიების დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა და სოციალური ქსელის საშუალებით გავრცელება;
** კომუნიკაციების და PR მენეჯერის დახმარება და შესაბამისი სამუშაო დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი მედია, კომუნიკაციების ან სხვა შესაბამის სფეროში;
** მინიმუმ სამწლიანი სამუშაო გამოცდილება ვებ-გვერდის და სოციალური ქსელის გვერდების (Facebook, Twitter, LinkedIn, Instagram) მართვაში; მნიშვნელოვანია Twitter-ზე მუშაობის გამოცდილება;
** ქართულ და ინგლისურ ენებზე მაღალ დონეზე საუბრისა და წერის უნარი;
** სოციალურ ქსელში ინგლისურ ენაზე მაღალი დონის კონტენტის შექმნის უნარი;
** შემჭიდროებულ ვადებში სამუშაოს შესრულების უნარი;
** დამოუკიდებლად და პატარა ჯგუფებში მუშაობის უნარი.

განცხადების წარდგენის პროცესი:

დაინტერესებულმა აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს ქვემოთ მოცემული დოკუმენტები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@transparency.ge

** CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე;
** სამოტივაციო წერილი ქართულ ან ინგლისურ ენაზე;
** 2 რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი და ელ-ფოსტა);

განცხადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 30 ნოემბერი. არასრულად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება. გასაუბრებაზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები. ორგანიზაცია შესაფერის კანდიდატს დაჩქარებული წესით ეძებს, ამიტომ განაცხადები მიღებისთანავე განიხილება. სათაურში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "სოციალური მედიის ოფიცერი".