თათია ვახტანგაძე
აღმასრულებელი დირექტორის თანაშემწე
თათია ვახტანგაძე არის გლაზგოს უნივერსიტეტის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის კვლევების პროგრამის მაგისტრანტი. 2020 წელს მიიღო საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
სხვადასხვა დროს მუშაობდა საჯარო სექტორში, ასევე ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო და კვლევით ორგანიზაციებში. 2018 წელს თათიამ გაიარა „საერთაშორისო გამჭრვირვალობა - საქართველოს“ სტაჟირების პროგრამა. შემდეგი ორი წლის მანძილზე თათია იყო საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის ვიცე-სპიკერის ასისტენტი. 2021 წელს კი მუშაობდა „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ კანონის უზენაესობის პროგრამაში. 2022 წელს თათია „აღმოსავლეთ ევროპისა და საერთაშორისო კვლევების ცენტრში“ (ZOiS Berlin) მკვლევრის ასისტენტის პოზიციაზე მუშაობდა. 2023 წლის მაისში თათია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დირექტორის ასისტენტის პოზიციაზე შემოუერთდა.