ვაკანსია: უფროსი ანალიტიკოსი - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

ვაკანსია: უფროსი ანალიტიკოსი

 

ჩვენ შესახებ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ საქმიანობის მიზანია საჯარო ინსტიტუტების განვითარების, კარგი მმართველობისა  და კანონის უზენაესობის დამკვიდრების ხელშეწყობა, მთავრობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების მხარდაჭერა და საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებების დაცვა. ჩვენი საქმიანობისა და პროექტების შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ გვერდს http://transparency.ge

ვაკანსიის შესახებ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აცხადებს ვაკანსიას (სრულ განაკვეთი) კორუფციის თემაზე მომუშავე უფროსი ანალიტიკოსის პოზიციაზე. შერჩეული კანდიდატი პასუხისმგებელი იქნება სხვადასხვა სფეროში კორუფციული სქემების გამოვლენაზე, ასევე, ანალიტიკური დოკუმენტებისა და სტატიების მომზადებაზე ანტიკორუფციული პოლიტიკისა და კარგი მმართველობის კუთხით.

სახელფასო განაკვეთი:  განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად

ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, მობილური ტელეფონის ბალანსი

სამუშაო ადგილი: თბილისი

სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)

ხელმძღვანელი: პროგრამის მენეჯერი

ძირითადი მოვალეობები:

  1. სხვადასხვა სფეროში სავარაუდო კორუფციული დარღვევებისა და სქემების გამოვლენა გამოძიების სხვადასხვა მეთოდებით (მაგ: ღია წყაროები).
  2. საგამოძიებო სტატიების, კვლევითი ანგარიშებისა და ანალიტიკური დოკუმენტების მომზადება კორუფციისა და კარგი მმართველობის საკითხებზე;
  3. ახალი საკითხებისა და საკვლევი მასალის მოძიება/ინიცირება;
  4. კომუნიკაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებთან, უცხო ქვეყნების წარმომადგენლობებთან, საერთაშორისო და არასამთავობო ორგანიზაციებთან და სხვა;
  5. ისეთი ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულებაში დახმარება, როგორიცაა სემინარების, ტრენინგების, პრეზენტაციებისა და სხვა ორგანიზაციული საქმიანობის ჩატარება;
  6. საჭიროების შემთხვევაში, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” სხვა პროექტების დახმარება ანალიზისა და კვლევის კუთხით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  1. მაგისტრის ხარისხი პოლიტიკური მეცნიერებების, სამართლის ან სხვა შესაბამის დარგში;
  2. მინიმუმ სამი წლის სამუშაო გამოცდილება კორუფციული შინაარსის დარღვევების ან სქემების გამოვლენის მიმართულებით;
  3. რთული პროცესების შესახებ მარტივად და გამართულად წერის უნარი;
  4. საქართველოს მმართველობის სისტემის, მისი ძირითადი სუბიექტებისა და ინსტიტუტების საფუძვლიანი ცოდნა;
  5. ღია მონაცემებთან მუშაობის გამოცდილება;
  6. ქართული და ინგლისური ენების საფუძვლიანი ცოდნა (როგორც წერითი, ასევე ზეპირი);
  7. დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
  8. შემჭიდროებულ ვადებში სამუშაოს დროულად შესრულების უნარი.

განცხადების წარდგენის პროცესი:

დაინტერესებულმა აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს ქვემოთ მოცემული დოკუმენტები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  jobs@transparency.ge

1. CV (ქართულ ან ინგლისურ ენაზე);

2. სამოტივაციო წერილი (ქართულ ან ინგლისურ ენაზე);

3. აპლიკანტის მიერ ბოლო სამი წლის განმავლობაში დამოუკიდებლად ჩატარებული სამი გამოძიება / კვლევა.

განცხადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 15 ივნისი. არასრულად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება. გასაუბრებაზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები. ორგანიზაცია შესაფერის კანდიდატს დაჩქარებული წესით ეძებს, ამიტომ განაცხადები მიღებისთანავე განიხილება. გასაუბრება შესაძლებელია შედგეს Skype-ის / Zoom-ის საშუალებით. სათაურში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „უფროსი ანალიტიკოსი“.