ვიდეო რგოლის დამზადება - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

ვიდეო რგოლის დამზადება

 

ჩვენს შესახებ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ საერთაშორისო გამჭვირვალობის გლობალური  ანტიკორუფციული მოძრაობის ეროვნული ბიუროა საქართველოში. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ საქმიანობის მიზანია საჯარო ინსტიტუტების განვითარების, კარგი მმართველობისა  და კანონის უზენაესობის დამკვიდრების ხელშეწყობა, მთავრობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების მხარდაჭერა და საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებების დაცვა. ჩვენი საქმიანობისა და პროექტების შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებგვერდს: http://transparency.ge

აღწერილობა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აცხადებს კონკურსს ვიდეო რგოლების დასამზადებლად, ქვემოთ მოცემული მოთხოვნების და ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით.

გრაფიკული ვიდეო რგოლები:

  • გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს  გრაფიკული ვიდეოების დაამზადება საარჩევნო თემაზე;
  • ვიდეო რგოლი უნდა აკმაყოფილებდეს სოციალური რეკლამის სტანდარტულ მოთხოვნებს;
  • ვიდეო რგოლი შესაბამისი უნდა იყოს სოციალური ქსელის ფორმატთან;
  • მნიშნვნელოვანია კრეატიული მიგომების წარმოჩენა და ინფორმაციის გადმოცემის ეფექტიანი გადაწყვეტა;
  • დამკვეთთან უნდა შეთანხმდეს ვიდეო რგოლის ვიზუალი და სცენარი;
  • Ვიდეო რგოლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 30 წამს;
  • ვიდეო რგოლების რაოდენობა: 3 ცალი.

ინსცენირებული ვიდეო რგოლები:

  • გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს არჩევნების თემასთან დაკავშირებული სიტუაციური ვიდეო რგოლების დაამზადება;
  • ვიდეო რგოლი უნდა აკმაყოფილებდეს სოციალური რეკლამის სტანდარტულ მოთხოვნებს;
  • ვიდეო რგოლი შესაბამისი უნდა იყოს სოციალური ქსელის ფორმატთან;
  • ამომრჩევლის ცნობიერების ამაღლების მიზნით, ვიდეო რგოლები ეფექტიანად და კრეატიული მიდგომებით უნდა ასახავდეს არჩვნების თემატიკის რიგ მნიშვნელოვან საკითხებს
  • დამკვეთთან უნდა შეთანხმდეს ვიდეო რგოლის ვიზუალი და სცენარი;
  • Ვიდეო რგოლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 30 წამს;
  • ვიდეო რგოლების რაოდენობა: 6 ცალი.

ინფორმაცია კონკურსანტის შესახებ:

  • კონკურსში მონაწილეობა შეუძლია როგორც იურიდიულ, ისე ფიზიკურ პირს;
  • Კონკურსანტს უფლება აქვს განაცხადი გააკეთოს როგორც ერთი ისე სამივე სახის ვიდეო რგოლის დამზადებაზე;
  • კონკურსანტს უნდა ჰქონდეს შესაბამისი ვიდეო რგოლის დამზადების გამოცდილება, რის დასადასტურებლად უნდა გამოგზავნოს მის მიერ შექმნილი ვიდეო რგოლები (ბმულის სახით).

Აპლიკაციის პროცესი

  • წინადადება (განაცხადი) წარმოდგენილი უნდა იყოს 2020 წლის 20 სექტემბერს 18:00 სთ-დე მისამართზე jobs@transparency.ge გთხოვთ, დასახელებაში მიუთითეთ “ვიდე რგოლი” და თანდარულ ტექსტში მიუთითეთ თუ რომელი სახის ვიდეო რგოლზე აკეთებთ განაცხადს (გრაფიკული ვიდეო რგოლი / სიტუაციური ვიდეო რგოლი).
  • განაცხადი უნდა მოიცავდეს 1 ვიდეო რგოლის ღირებულებას. ღირებულება უნდა მოიცავდეს გაწეული სამუშაოების სრულ ხარჯს (ლარში, დღგ-ს ჩათვლით).
  • განაცხადს თან დაურთეთ უკვე შესრულებული ვიდეო რგოლების ბმულები
  • ინდივიდუალური პირის შემთხვევაში წარმოადგინეთ CV და განაცხადში მიუთითეთ საკონტაქტო ინფორმაცია

გამარჯვებული შეირჩევა შეთავაზებული ფასისა და საკონკურსო პირობებთან შესაბამისობის შეფასების შედეგად. “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო”  იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოსთხოვოს საცდელი ვიდეოს შექმნა.

Job Duration: 03 September, 2020 - 20 September, 2020
Job Type: Other