დახმარების ეფექტურობის ხელშეწყობა - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

დახმარების ეფექტურობის ხელშეწყობა

2008 წლის ოქტომბერში ბრიუსელში გამართულ დონორთა კონფერენციაზე საერთაშორისო ორგანიზაციები და უცხოური მთავრობები საქართველოს დახმარების სახით 4,5 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფას დაპირდნენ. როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ ჩატარებულმა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვამ აჩვენა, ქართველების მხოლოდ 27% თვლის, რომ გამოყოფილი თანხა მიზნობრივად დაიხარჯება. ამ პესიმისტური პროგნოზის მიზეზად გამოკითხულებმა არაეფექტიანი ხარჯვა და კორუფცია დაასახელეს.გამოყოფილი თანხიდან 500 მილიონ აშშ დოლარზე მეტი საქართველოში მცხოვრები 250,000 დევნილის (ძველის და ახლის) საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფას უნდა მოხმარდეს; 100 მილიონ აშშ დოლარზე მეტი – საერთაშორისო არასამთავრობო და გაეროს სხვადასხვა სტრუქტურების მიერ განსახორციელებელ პროგრამებს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” დახმარების მონიტორინგის პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს დევნილთა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფის პოლიტიკის გაუმჯობესებას და ასევე, სახელმწიფო სტრუქტურების, დონორების და არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობისა ანგარიშვალდებულების გაზრდას.

Amount: 57963 USD
Duration: 31 December, 2008 - 30 May, 2010