საქართველოს მიერ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი (ირლანდია) - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

საქართველოს მიერ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი (ირლანდია)

„საერთაშორისო – გამჭვირვალობა საქართველოს” მიმდინარე პროექტს – „საქართველოს მიერ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი” – აფინანსებს ირლანდიის საგარეო საქმეთა დეპარტამენტი. ამ პროექტის მიზანია საქართველოს მიერ ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი და შეფასება. პროექტი მუშაობს ოთხი ძირითადი მიმართულებით: (1) სასამართლო სისტემა, სამართალდამცავი ორგანოები და სისხლის სამართალი (2) ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები; (3) ბიზნეს კლიმატი და ეკონომიკური განვითარება და (4) უსაფრთხოება და კონფლიქტის გადაჭრა.

პროექტი ითვალისწინებს უფრო ხელისუფლების მიერ აღებული ვალდებულებებისა და რეფორმების შესრულების მონიტორინგსა და შეფასებას, ვიდრე მხოლოდ საერთაშორისო ვალდებულებებზე ფოკუსირებას. ინიცირებული რეფორმები ძირითადად სპონტანურად ხორციელდება და კერძო სექტორში ხდება ზოგადი და ინკლუზიური სარეფორმო სტრატეგიის სრული იგნორირება. საზოგადოების წარმომადგენლებისა თუ სხვადასხვა სფეროს ექსპერტების ჩართულობა გატარებული რეფორმების შეფასებისას ძალიან მცირეა. საერთო ჯამში, კერძო სექტორის მუშაობის შესახებ მოწოდებული ინფორმაცია ან მწირია ან ურთიერთგამომრიცხავია ან არასრულია. Aასევე თვითონ სამინისტროების შიგნით არ არის შემუშავებული საშუალო და გრძელვადიანი რეფორმების სტრატეგია.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ამ პროექტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების დამოუკიდებელი შეფასებით, რეფორმების მიმდინარეობის საჯაროობის გაზრდით, და საერთაშორისო საზოგადოების უკეთ ინფორმირებით თუ რა ხდება საქართველოში რეფორმების გატარების კუთხით, შეეცდება შეავსოს ის სიცარიელე, რაც დღესდღეობით არსებობს. ყოველივე ეს მოქმედებს, როგორც ადრეული გაფრთხილების მექანიზმი და დაგვეხმარება თავიდან ავიცილოთ კორუფციის შემთხვევები, განუწყვეტლივ მოვახდინოთ გადაწყვეტილებების განხილვა. საბოლოო ჯამში, პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს თანმიმდევრული და გრძელვადიანი რეფორმების სტრატეგიის განვითარებას.

თემები, რომლებიც შუქდება ამ პროექტის ფარგლებში მოიცავს ისეთ საკითხებს როგორიცაა სიტყვის თავისუფლება, პროფესიული კავშირები, საზოგადოების დამოკიდებულება ევროინტეგრაციისადმი, ჯანმრთელობის დაზღვევის რეფორმა, კვების უსაფრთხოება და კონკურენცია საქართველოში.