განვითარებად საზოგადოებებში სამოქალაქო სექტორის ძალისხმევის გაძლიერება კორუფციის შემცირებისკენ (OSGF) - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

განვითარებად საზოგადოებებში სამოქალაქო სექტორის ძალისხმევის გაძლიერება კორუფციის შემცირებისკენ (OSGF)

პროექტი მიზნად ისახავს  მოლდავეთს, საქართველოსა და ჩეხეთს შორის ანტიკორუფციული პოლიტიკის გატარების გაუმჯობესებას საუკეთესო ანტიკორუფციული პრაქტიკის გამოცდილების გაზიარების გზით.  პროექტის განხორციელებისას  ყურადღება გამახვილდება  იმ მთავარ პრობლემებზე, რომლებსაც მონაწილე ქვეყნები აწყდებიან სხვადასახვა ანტიკორუფციული პოლიტიკის გატარების დროს,  როგორიცაა ინტერესთა კონფლიქტი, საჯარო მოხელეების შემოსავლებისა და ქონების დეკლარაციების კონტროლი, ეფექტური ანტიკორუფციული სააგენტოების შექმნა, სამართალდამცავი ინსტიტუტების რეფორმა და ეროვნული ანტიკორუფციული ჩარჩო-ხელშეკრულებების გაუმჯობესება.

პროექტის მიზნები მოიცავს რეგიონის საუკეთესო გამოცდილების გაცნობას, ანტიკორუფციული პოლიტიკის ხარისხის გაუმჯობესების ადვოკატირებას, სამოქალაქო საზოგადოების ჩართვას პოლიტიკის შემუშავების პროცესში და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას კორუფციასთან ბრძოლის ეფექტური გზების შესახებ. 

პროექტის ფარგლებში, ორი სასწავლო ვიზიტი იგეგმება საქართველოსა და ჩეხეთში, სადაც სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებს მიეცემათ შესაძლებლობა შეხვდნენ შესაბამის საჯარო მოხელეებს და მათ კოლეგებს.

Amount: 9610 USD
Duration: 31 October, 2012 - 30 December, 2012