კარგი მმართველობის ინიციატივა საქართველოში
პროექტი მიზნად ისახავს ღია მმართველობის მუდმივი საბჭოს ქმედებების სისტემატიურ მონიტორინგს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და მისი იმპლემენტაციის პროცესში. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო შეიმუშავებს სამოქმედო გეგმის შეფასების 2 დოკუმენტს, შექმნის ონლაინ პლატფორმას www.ogp.ge, ასევე ხელს შეუწყობს პროცესის გამჭვირვალობას, ანგარიშვალდებულებასა და მოქალაქეთა ჩართულობას.