მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის (M-TAG) - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის (M-TAG)

თავისუფალი მედია დემოკრატიული მმართველობის მნიშვნელოვანი წინაპირობაა. დამოუკიდებელ, პლურალისტურ და მდგრად მედიას შეუძლია მთავრობისა და ბიზნესსაქმიანობის ზედამხედველობა უზრუნველყოს; აამაღლოს მოქალაქეთა ცნობიერება ისეთი საკითხების თაობაზე, რომლებიც მათ ეხება; გააკრიტიკოს ძალაუფლების მქონე და ელიტური მხარეები და იმოქმედოს, როგორც მოქალაქეთა ხმამ. მედია იღებს განსაკუთრებულ დაცვასა და ყურადღებას კარგი მმართველობის ინიციატივებში, რადგან გაცნობიერებული და ინფორმირებული საზოგადოება და ძლიერი მეოთხე ხელისუფლება არის სამთავრობო ძალაუფლების მნიშვნელოვანი მაკონტროლებელი.

დღეს ქართული მედია თავისუფალი, დამოუკიდებელი და მრავალმხრივია, მაგრამ ამჟამად მედიასაშუალებებს აკლიათ მდგრადობა და ბევრ ჟურნალისტსა და მედიასაშუალებას აკლია უნარები, რათა ისე შეასრულონ ზედამხედველის როლი, რომ მთავრობა ანგარიშვალდებულება უზრუნველყონ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ საქმიანობა „მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის“ პროგრამის ფარგლებში იმუშავებს, რათა გამოასწოროს ამ სისუსტეთაგან მეორე იმით, რომ განავითაროს ჟურნალისტებისა და მედიაგამოცემების კომპეტენცია.

გამოცდილებამ აჩვენა, რომ ფორმალური განათლება არ არის საკმარისი სიღრმისეული, საგამოძიებო და ანალიტიკური სტატიების თუ ტელერეპორტაჟების მოსამზადებლად საჭირო უნარების გასავითარებლად. სწორედ ამიტომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ უზრუნველყოფს თბილისსა და რეგიონებში არსებული მედიაგამოცემებისთვის ტრენინგის, ადგილობრივი მენტორობის შესაძლებლობებსა და ტექნიკურ დახმარებას. ამის გარდა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ განავითარებს სასარგებლო გამოსაყენებელ მასალას ჟურნალისტებისთვის იმის შესახებ, თუ როგორ ამოვიცნოთ, შევაგროვოთ, გავაანალიზოთ და ვიზუალურად გამოვსახოთ მონაცემები.