მედია გარემოს გაძლიერება და მონიტორინგი (MESM)
რამდენადაც მედია მოსახლეობის ინფორმირებასა და საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში გადამწყვეტ როლს თამაშობს, ნათელია მისი გადამწყვეტი მნიშვნელობა საარჩევნო პროცესების სამართლიანად წარმართვისთვის. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები საჭიროებს ძლიერ, დამოუკიდებელ მედიას, რომელიც ეყრდნობა აქტიურ, ინფორმირებულ მოქალაქეებს. აღნიშნული პროექტს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ განახორციელებს 2016 წლის მარტიდან 2018 წლის გაზაფხულამდე. ამ პერიოდში საქართველოში ჩატარდება 2016 წლის საპარლამენტო, 2017 წლის ადგილობრივი მთავრობის წინა-საარჩევნო პერიოდი და დაიწყება 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, როგორც კომუნიკაციების მთავარი მარეგულირებელი ორგანოის დამოუკიდებლობა და ანგარიშვალდებულება, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლების წარმატებული საქმიანობა შექმნის კარგ საფუძველს ეროვნული თუ რეგიონული მედიის დამოუკიდებელი მუშაობისთვის. შესაბამისად, პროექტის ფარგლებში „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ორ ძირითადი მიზანს ისახავს“
- უზრუნველყოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (GNCC) საქმიანობის გამჭვირვალობა;
- მხარი დაუჭიროს საზოგადოებრივ მაუწყებელს (GPB/APB) მონიტორინგისა და ადვოკატირების მეშვეობით კარგი პრაქტიკის დამკვიდრების უზრუნველყოფაში.
ამ მიზნის მისაღწევად, “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” გამოიკვლევს ძირითადი მენეჯმენტის პრაქტიკებს, საკადრო გადაწყვეტილებებს, ფინანსების ხარჯვასა და საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც უკავშირდება GNCC-ს, GPB-ს და APB-ს. აგრეთვე დააკვირდება მაუწყებლების შინაარსს, რათა შეაფასოს მაუწყებლის სტრატეგიისა და საქმიანობის თანხვედრა. პროექტის ფარგლებში საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო მჭიდროდ ითანამშრომლებს პირდაპირ ბენეფიციარებთან და ყველა შესაბამის მეწილესთან, რათა ხელი შეუწყოს ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესების პარალელურად თავისუფალი და პლურალური მედია გარემოს არსებობას.