მენტორობა ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის (სერვისის ხელშეკრულება)
2014 წლის დეკემბერში ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ანტიკორუფციულმა ქსელმა ხელშეკრულება გააფორმა საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთან ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის მენტორობის გაწევის თაობაზე. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს მიერ ტრენინგისა და კონსულტაციის სახით ამ ორგანიზაციებისთვის გაწეული დახმარება ფოკუსირებული იყო ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის მთავრობების მიერ საერთაშორისო ანტიკორუფციული ვალდებულებების შესრულების მონიტორიგნზე. პროექტის ფარგლებში, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ ტრენინგები ჩაატარა ბიშკეკსა და დუშანბეში და ორგანიზება გაუწია ამ ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენელთა სასწავლო ვიზიტს საქართველოში.