სახელმწიფო რესურსებისა და პოლიტიკური ფინანსების ბოროტად გამოყენების მონიტორინგი 2013 წლის საპრეზიდენტო და 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში (OSGF) - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

სახელმწიფო რესურსებისა და პოლიტიკური ფინანსების ბოროტად გამოყენების მონიტორინგი 2013 წლის საპრეზიდენტო და 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში (OSGF)

პროექტი მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს საქართველოში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას.

პროექტი კონკრეტული ამოცანები შემდეგია:

  • 2013 წლის საპრეზიდენტო და 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ადმინისტრაციული რესურსების არამიზნობრივი გამოყენების შესახებ საზოგადოების ინფორმირება;
  • 2013 წლის საპრეზიდენტო და 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ადმინისტრაციული რესურსების არამიზნობრივი გამოყენების მასშტაბების შემცირება;
  • პოლიტიკური პარტიების ფინანსების გამჭვირვალობის გაზრდა;
  • საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმირება ადმინისტრაციული რესურსების არამიზნობრივი გამოყენების მონიტორინგის ინსტრუმენტების შესახებ;
  • არჩევნებისთვის ხელისუფლებისა და პოლიტიკური პარტიების საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების გაზრდა.
Amount: 13000 USD
Duration: 14 September, 2013 - 24 June, 2014