სახელმწიფო რესურსებისა და პოლიტიკური ფინანსების ბოროტად გამოყენების მონიტორინგი 2013 წლის საპრეზიდენტო და 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში (IFES) - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

სახელმწიფო რესურსებისა და პოლიტიკური ფინანსების ბოროტად გამოყენების მონიტორინგი 2013 წლის საპრეზიდენტო და 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში (IFES)

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო აპირებს პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგს 2013 წლის საპრეზიდენტო და 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების პერიოდში. მონიტორინგი შეეხება სახელმწიფო რესურსების არამიზნობრივ გამოყენებას და პარტიების დაფინანსებას. სახელმწიფო რესურსების პოლიტიკური მიზნით გამოყენება ქვეყნის მასშტაბით ფიქსირდებოდა ყველა წარსულში ჩატარებული არჩევნების დროს, მიუხედავად იმისა რომ არსებობს სპეციალურად შექმნილი ორგანო მსგავსი დარღვევების პრევენციისა და გამოვლენისთვის - თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისია. პარტიების დაფინანსების თავლსაზრისით, კი ცხადია რომ საკანონმდებლო ჩარჩო ვერ უზრუნველყოფს ეფექტური კონტროლის მექანიზმებს და სათანადო გამჭვირვალობას.