15 ოქტომბერი: ზუგდიდის მერია ოპოზიციურ პარტიებს საარჩევნო ღონისძიებების გასამართად იმ სივრცეების გამოყოფაზე ეუბნება უარს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო შეხვედრებისთვის უკვე გამოიყენა
- 15 ოქტომბერს ზუგდიდის მერიამ პარტია „დროას“ რეგიონალურ ხელმძღვანელს უარი უთხრა ამომრჩევლებთან შეხვედრის ჩასატარებლად „მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის“ სააქტო დარბაზის დათმობაზე. პარტიისთვის გაგზავნილ წერილში მერია მიუთითებს, რომ საარჩევნო ღონისძიებების გასამართად გამოყოფილია მხოლოდ „ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის“ საკონცერტო დარბაზი. მიუხედავად ამისა „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო მიზნებისთვის 12 ოქტომბერს გამოიყენა „მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის“, ხოლო 2 ოქტომბერს „სახელოვნებო სკოლების გაერთიანების“ საკონცერტო/სააქტო დარბაზები.
საარჩევნო კოდექსის თანახმად იკრძალება იმ ორგანიზაციების მიერ, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან, დაკავებული შენობების გამოყენება იმ შემთხვევაში, თუ სხვა პოლიტიკურ პარტიებს, არა აქვთ იმავე ან ანალოგიური დანიშნულების შენობების იმავე პირობებით გამოყენების შესაძლებლობა.
