29 სექტემბერი: ადმინისტრაციული რესურსების უკანონო გამოყენება - „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრობის კანდიდატი არჩილ ბერიძე ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ღონისძიებებს ესწრება აჭარაში - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

29 სექტემბერი: ადმინისტრაციული რესურსების უკანონო გამოყენება - „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრობის კანდიდატი არჩილ ბერიძე ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ღონისძიებებს ესწრება აჭარაში

  • 29 სექტემბერს „ხელვაჩაურის დღეები 2024“-ის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებს, რომელიც საბიუჯეტო თანხებით იყო ორგანიზებული, ესწრებოდა „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრობის კანდიდატი არჩილ ბერიძე. ის ღონისძიებაზე ავტონომიური რესპუბლიკის და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად იმყოფებოდა. ბათუმის მერიის მიერ გამოქვეყნებულ ფოტომასალიდან აშკარად იკვეთება, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატი ღონისძიებაში ორგანიზატორების მიერ იყო ჩართული.

არჩილ ბერიძე არ იკავებს საჯარო თანამდებობას, ის არის მმართველი პარტიის მიერ პარლამენტის წევრობის კანდიდატი, შესაბამისად ბიუჯეტით დაფინანსებულ აქტივობაში მისი მონაწილეობა წარმოადგენს საბიუჯეტო სახსრებით მმართველი პარტიის კანდიდატის სასარგებლო აგიტაციას და აგრეთვე აჩენს აღქმას, რომ ღონისძიება არის პარტიის მიერ ორგანიზებული.

print