ტრენინგი მოქმედი და დამწყები ჟურნალისტებისთვის „რა უნდა ვიცოდეთ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის“
12 ივლისი, 2024
29-30 ივლისს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მოქმედი და დამწყები ჟურნალისტებისთვის აცხადებს ტრენინგს თემაზე - „რა უნდა ვიცოდეთ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის“.
ტრენინგის ფარგლებში განსახილველი საკითხებია:
- მოსალოდნელი დარღვევები წინასაარჩევნო პერიოდში;
- ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნოდ გამოყენება;
- ელექტრონული ტექნოლოგიები 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის;
- რას ითხოვს საქართველოსგან ევროპა;
- როგორ ვიპოვოთ კორუფციის ნიშნები სახელმწიფო შესყიდვების მონაცემებში;
- როგორ ვიპოვოთ თანამდებობის პირთა დამალული ქონება ქონებრივი დეკლარაციებით;
- რას ნიშნავს ბენეფიციარი (საბოლოო) მესაკუთრე და როგორ დავადგინოთ ის ღია წყაროების გამოყენებით.
ტრენინგს წარუძღვებიან „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ექსპერტები:
- ბესო ნამჩავაძე - მთავარი ეკონომისტი;
- სანდრო ქევხიშვილი - ანტიკორუფციული პროგრამის მენეჯერი;
- ქეთევან შოშიაშვილი - კორუფციის უფროსი ანალიტიკოსი;
- ლილი ლეჟავა - კორუფციის უფროსი ანალიტიკოსი;
- გიგი ჩიხლაძე - საარჩევნო პროექტის კოორდინატორი.
ტრენინგი ჩატარდება ქალაქ თბილისში და მასში მონაწილეობა უფასოა. სამუშაო ენა - ქართული. დაინტერესებულმა აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@transparency.ge
გთხოვთ, ელექტრონული განაცხადის სათაურში მიუთითოთ - „ტრენინგი ჟურნალისტებისთვის“. განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 21 ივლისი.
