ვის შეეხება ამნისტია? - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

ვის შეეხება ამნისტია?

19 სექტემბერი, 2024

პარლამენტმა 17 სექტემბერს ამნისტიის შესახებ კანონი მიიღო.

ამნისტია 6000 -მდე მსჯავრდებულსა და 7000-მდე პრობაციონერს შეეხება.

ამნისტიის შედეგად, დაახლოებით 1000 მსჯავრდადებული დაუყოვნებლივ გათავისუფლდება, ხოლო 4 800-მდე ადამიანს სასჯელი სხვადასხვა ვადით შეუმცირდება (1/2-ით, 1/4-ით და 1/6-ით). ვადა არანაკლებ ერთი წლით შეუმცირდება 7000-მდე პრობაციონერს.

“ამნისტიის კანონი” სისხლის სამართლის კოდექსის 300-მდე მუხლს მოიცავს და ვრცელდება როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლებაზე, ასევე პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე.

ამნისტია გავრცელდება იმ პირებზე, რომლებმაც დანაშაული 2024 წლის 1 ივლისამდე ჩაიდინეს.

ცალკეული მუხლების შემთხვევაში ამნისტიის გავრცელებისათვის დაზარალებულის თანხმობაა აუცილებელი, თუმცა თუ პირი ვერ მოიპოვებს ამნისტიაზე დაზარალებულის თანხმობას, მასზე მაინც გავრცელდება სასჯელის შემცირება უფრო ნაკლები ოდენობით.

ცალკეულ შემთხვევებში ამნისტიის გავრცელების პირობას წარმოადგენს განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლობის არქონა. ნარკოტიკულ დანაშაულებზე მიუხედავად ნასამართლობისა[1] მაინც ვრცელდება ამნისტია. ნარკოტიკული დანაშაულის ჩამდენ პირებს, სასჯელისაგან სრულად გათავისუფლებასთან ერთად აღუდგებათ „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონის საფუძველზე ჩამორთმეული ზოგიერთი უფლება.[1] 

უმეტეს შემთხვევაში ორი მესამედით შეუმცირდება დანიშნული სასჯელი არასრულწლოვანს ან განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის არმქონე ქალს.

კანონით გათვალისწინებულია დანაშაულთა ამომწურავი ჩამონათვალი, რომელზეც არ გავრცელდება ამნისტიის არცერთი მუხლის მოქმედება.

სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდება პირი, რომელმაც ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული:

  • 122-ე მუხლი (ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით)
  • 124-ე მუხლი (ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით)
  • 152-ე მუხლი (ადგილსამყოფლის თავისუფლად არჩევის უფლების ხელყოფა)
  • 177-ე მუხლი (ქურდობა)
  • 186-ე მუხლის პირველი ნაწილი (წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონებით სარგებლობა, ქონების შეძენა, ფლობა ან გასაღება, გარდა წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების გასაღებისა)
  • 197-ე მუხლის პირველი ნაწილი (ფალსიფიკაცია)
  • 1971 მუხლი (ფალსიფიცირებული ნივთის უკანონო გადაზიდვა ან გასაღება)
  • 203-ე მუხლის პირველი, მე-4 ან მე-5 ნაწილი (პროფესიული სპორტული შეჯიბრების მონაწილის, მსაჯის, მწვრთნელის, გუნდის ხელმძღვანელის ან ორგანიზაციის, ანდა კომერციულ-სანახაობითი კონკურსის ორგანიზატორის ან ჟიურის წევრის მოსყიდვა შეჯიბრების ან კონკურსის შედეგზე ზეგავლენის მიზნით, ასევე ამ მიზნით როგორც მონაწილის ისე მსაჯის მხრიდან უკანონოდ ფულის, ფასიანი ქაღალდის ან სხვა ქონების მიღება ანდა ქონებრივი მომსახურებით სარგებლობა )
  • 2072 მუხლი (ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების იმპორტი ან/და რეექსპორტი)
  • 210-ე მუხლის პირველი ნაწილი (ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის, სხვა საგადასახადო დოკუმენტის ან ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტის დამზადება ან შეძენა გასაღების ან გამოყენების მიზნით, გასაღება ან გამოყენება, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი)
  • 214-ე მუხლის პირველი ნაწილი (საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადატანა ან გადმოტანა, ჩადენილი საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად, დოკუმენტის ან იდენტიფიკაციის საშუალების მოტყუებითი გამოყენებით, საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანით)
  • 2201 მუხლის პირველი ნაწილი (გულგრილობა)
  • 236-ე მუხლის პირველი ნაწილი (სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ანდა ასეთი იარაღისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა)
  • 238- ე მუხლი (ცეცხლსასროლი იარაღის (მათ შორის, სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის (თოფის)) დაუდევრად შენახვა, რითაც შექმნილი იყო პირობა მისი სხვა პირის მიერ გამოყენებისათვის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ქმედებამ ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია)
  • 2381 მუხლის პირველი ნაწილი (ცივი იარაღის ტარებისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის, ნარკოტიკების მოხმარებისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის ანდა იმ პირის მიერ, რომლის მიმართაც გამოცემულია დამცავი ან შემაკავებელი ორდერი (ამ ორდერის მოქმედების პერიოდში), ცივი იარაღის ტარებაგარდა ცივი იარაღის ტარებისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ანდა იმ პირის მიერ ცივი იარაღის ტარებისა, რომლის მიმართაც გამოცემულია დამცავი ან შემაკავებელი ორდერი (ამ ორდერის მოქმედების პერიოდში),
  • 239-ე მუხლის პირველი ნაწილი ( ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით
  • 260-ე მუხლის პირველი ნაწილი (ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა, გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო წარმოებისა)
  • 261-ე მუხლის პირველი ნაწილი ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა (გარდა ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონო წარმოებისა)
  • 261-ე მუხლის მე-2 ნაწილი (ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა გარდა ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო წარმოებისა)
  • 265-ე მუხლის პირველი ნაწილი (ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება)
  • 271-ე მუხლის პირველი ნაწილი (ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონოდ მოხმარებისათვის ბინის ან სხვა სადგომის დათმობა)
  • 273-ე მუხლი (ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული ან ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ)
  • 2731 მუხლის პირველი−მე-5 ნაწილები (მცენარე კანაფის ან მარიხუანის მცირე ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან/და გადაგზავნა, ჩადენილი ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული ან ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ; მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა)
  • 281-ე მუხლის პირველი ნაწილი (მგზავრის, ფეხით მოსიარულის ან მოძრაობის სხვა მონაწილის (გარდა ამ კოდექსის 275-ე ან 276-ე მუხლით გათვალისწინებული პირისა) მიერ ტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობის წესის დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია)
  • 2871 მუხლის პირველი ნაწილი (სახერხ საამქროში მრგვალი ხე-ტყის (მორის) სახერხი ან/და თერმული დამუშავების დანადგარის (ტექნიკის) ან/და მოწყობილობის მონტაჟი რეგისტრაციის გარეშე)
  • მე-300 მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილი ( უკანონო თევზჭერა იმ თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის უკანონოდ მოპოვება, რომელიც შეტანილია საქართველოს „წითელ ნუსხაში“; საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის უკანონოდ მოპოვება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია )
  • 301-ე მუხლის პირველი ნაწილი (ნადირობა სათანადო ნებართვის გარეშე, ანდა აკრძალულ ადგილას ან აკრძალულ დროს, ან აკრძალული იარაღით ან საშუალებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია)
  • 356-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილი (წვევამდელის მიერ სამხედრო სამსახურისათვის თავის არიდება, მათ შორის, ავადმყოფობის სიმულაციით, სხეულის თვითდაზიანებით, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით ან სხვაგვარად მოტყუებით, წვევამდელის მიერ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურისთვის თავის არიდება, მათ შორის, ავადმყოფობის სიმულაციით, სხეულის თვითდაზიანებით, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით ან სხვაგვარად მოტყუებით)
  • 388-ე მუხლის პირველი ან მე-3 ნაწილი (სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო ნაწილის ან სამსახურის სხვა ადგილის თვითნებურად დატოვება, აგრეთვე მისი სამსახურში (ნაწილში) საპატიო მიზეზის გარეშე დროულად გამოუცხადებლობა ორ დღე-ღამეზე მეტი ხნით, მაგრამ არაუმეტეს ათი დღე-ღამისა; ასევე ეს ქმედება ქმედება, ჩადენილი ათ დღე-ღამეზე მეტი ხანგრძლივობით, მაგრამ არა უმეტეს ერთი თვისა)
  • 389-ე მუხლის პირველი ნაწილი (დეზერტირობა, ესე იგი სამხედრო მოსამსახურის ან სარეზერვო სამხედრო სამსახურის მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურისთვის ან სარეზერვო სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების მიზნით სამხედრო ნაწილის ან სამსახურის სხვა ადგილის თვითნებურად დატოვება ანდა იმავე მიზნით მისი სამსახურში გამოუცხადებლობა)
  • 398-ე მუხლი (სამხედრო ქონების გაუფრთხილებლობით დაზიანება ან განადგურება)

 

დაზარალებულის თანხმობის[2] შემთხვევაში

ამნისტია შეეხება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შემდეგი დანაშაულის ჩამდენ პირებს:

 

  • 120-ე მუხლის პირველი ნაწილი (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია, გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა)
  • 126-ე მუხლის (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა) პირველი ნაწილი (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) 11 ნაწილის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტი (იგივე             ქმედება ჯგუფურად; ორი ან მეტი პირის მიმართ) 12 ნაწილი (სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი გარდა სისტემატური ცემისა); მე-2 ნაწილი (სხვაგვარი ძალადობა, გარდა სისტემატური ცემისა ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ ან ჯგუფურად)
  • 170-ე მუხლის პირველი ნაწილი (უსაფრთხოების ტექნიკის ან შრომის დაცვის სხვა წესის დარღვევა ამ წესის დაცვისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება)
  • 177-ე მუხლის მე-2 ნაწილი (ქურდობა რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; ქურდობა ჩადენილი სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით)
  • 178-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით, (ძარცვა; ძარცვა რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია ან ჩადენილი სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით)
  • 180-ე მუხლის პირველი ნაწილი (თაღლითობა) ან მე -2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია)
  • 182-ე მუხლის პირველი ნაწილი (მითვისება ან გაფლანგვა)

 

  • 185-ე მუხლის პირველი ნაწილი (ქონებრივი დაზიანება მოტყუებით) ან მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი (ქონებრივი დაზიანება მოტყუებით რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია
  • 187-ე მუხლის პირველი ნაწილი (ნივთის დაზიანება ან განადგურება)
  • 188-ე მუხლის პირველი ნაწილი  (ნივთის დაზიანება ან განადგურება გაუფრთხილებლობით)
  • 192-ე მუხლის პირველი ნაწილი (უკანონო სამეწარმეო საქმიანობა, გარდა იურიდიული პირის მიერ ჩადენის შემთხვევისა),
  • 193-ე მუხლი (ცრუ მეწარმეობა)
  • 196-ე მუხლი (სასაქონლო (მომსახურების) ნიშნის ან სხვა კომერციული აღნიშვნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენება)
  • 2041 მუხლი (ბუღალტრული აღრიცხვის წესის დარღვევა)
  • 208-ე მუხლი (კრედიტის უკანონოდ მიღება)
  • 219-ე მუხლის პირველი ნაწილი (მომხმარებლის მოტყუება)
  • 2201 მუხლის მე-2 ნაწილით (გულგრილობა რამაც მძიმე შედეგი მოჰყვა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ქმედებამ ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია)
  • 240-ე მუხლის პირველი ნაწილი (უსაფრთხოების წესის დარღვევა სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება)
  • 2401 მუხლის პირველი ნაწილი (ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტის განლაგების, დაპროექტების, მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევა, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება ან რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია)
  • 243-ე მუხლის პირველი ნაწილი (სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა ევალებოდა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია)
  • 276-ე მუხლის მე-2 ან მე-4 ნაწილი (ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია)
  • 277-ე მუხლის პირველი ნაწილი (სატრანსპორტო საშუალების, გზის, სიგნალიზაციის, კავშირგაბმულობის საშუალების ან სხვა სატრანსპორტო მოწყობილობის უხარისხო რემონტი, აგრეთვე ტექნიკურად გაუმართავი ტრანსპორტის საექსპლუატაციოდ გაშვება, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მდგომარეობისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია)
  • 278-ე მუხლის პირველი ნაწილი (სატრანსპორტო საშუალების, გზის, სიგნალიზაციის, კავშირგაბმულობის საშუალების ან სხვა სატრანსპორტო მოწყობილობის დაზიანება, განადგურება ან ექსპლუატაციისათვის სხვაგვარად გაუვარგისება, აგრეთვე სატრანსპორტო კომუნიკაციის ბლოკირება, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება)
  • 362-ე მუხლის პირველი ნაწილი (ყალბი პირადობის მოწმობის ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, შეძენა, შენახვა გასაღების ან გამოყენების მიზნით, გასაღება ან გამოყენება)

 

გაუნახევრდება სასჯელი

 განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის არმქონე პირს[3], რომელმაც ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალსწინებული შემდეგი დანაშაულები:

  • 212-ე მუხლი (ყალბი ფულის ან ფასიანი ქაღალდის დამზადება ან გასაღება)
  • 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ან „გ“-„ე“ ქვეპუნქტებით (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო წარმოებისა, აგრეთვე ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადების, წარმოების, შეძენის, შენახვის, გადაზიდვის ან გადაგზავნის გარდა)
  • 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ან „გ“-„ე“ ქვეპუნქტებით (გარდა ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო წარმოებისა)
  • 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ან „გ“-„ე“ ქვეპუნქტები (ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება დიდი ოდენობით, ასევე სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; არაერთგზის; ან იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს კოდექსის ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული)
  • 271-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ან მე-3 ნაწილი (ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონოდ მოხმარებისათვის ბინის ან სხვა სადგომის დათმობა ანგარებით, ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონოდ მოხმარებისათვის სპეციალური სადგომის ანდა ასეთ სადგომში მისი უკანონოდ მოხმარების ორგანიზება)
  • 2731 მუხლის მე-6 ნაწილი (განსაკუთრებით დიდი ოდენობით მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა, ან იგივე ქმედება, ჩადენილი: წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, ან იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს რომელიმე ნარკოტიკული დანაშაული)

 

 

 

დაზარალებულის თანხმობის შემთხვევაში[4] ნასამართლეობის არ მქონე პირს გაუნახევრდება სასჯელი

სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შემდეგი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში:

 

 

  • 116-ე მუხლის პირველი ნაწილი (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით)
  • 118-ე მუხლის პირველი ნაწილი (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა) - (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან ან საერთო შრომისუნარიანობის მყარ, ერთ მესამედზე ნაკლებად დაკარგვასთან)
  • 150-ე მუხლის პირველი ნაწილი -  (იძულება, გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა)
  • 151-ე მუხლის პირველი ნაწილი (ქორწინების, მათ შორის, არარეგისტრირებულის) იძულება, გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა)
  • 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (ქურდობა დიდი ოდენობით)
  • 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (თაღლითობა დიდი ოდენობით)
  • 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (ქონების მესაკუთრის ან მფლობელის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით დიდი ოდენობით)
  • 188-ე მუხლის მე-2 ნაწილი (ნივთის დაზიანება ან განადგურება გაუფრთხილებლობით, ჩადენილი ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია)
  • მე-200 მუხლი (აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა, ასევე დამამძიმებელი გარემოებები)
  • 2001 მუხლის პირველი ნაწილი, (ყალბი აქციზური მარკების დამზადება, გასაღება ან/და გამოყენება)
  • 2051 მუხლი (ქონების გადამალვა მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით)
  • 214-ე მუხლის მე-2 ნაწილი (საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით)
  • 218-ე მუხლის პირველი ან მე-3 ნაწილი (დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდება, ან ქონების ან მისი ნაწილის გასხვისება გადასახადისათვის თავის არიდების მიზნით)
  • 219-ე მუხლის მე-2 ნაწილი (მომხმარებლის მოტყუება ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, ასეთი დანაშაულისთვის მსჯავრდებულის მიერ)
  • 2201 მუხლის მე-2 ნაწილი (გულგრილობა თუ ამ დანაშაულმა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია)
  • 276-ე მუხლის მე-6 ნაწილი (ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა,  რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია)

 

 

დაზარალებულის თანხმობისას, ოჯახური დანაშაულის შემთხვევაში, გაუნახევრდება დანიშნული სასჯელი

განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შემდეგი დანაშაულები:

 

  • 120-ე მუხლის პირველი ნაწილი (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია)
  • 126-ე მუხლის პირველი ნაწილი (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა), ასევე 11 ნაწილის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტი (იგივე ქმედება, ჩადენილი, ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ), 12 ნაწილით (გარდა სისტემატური ცემისა) (სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ჯამრთელობის განზრახ მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება)  ან მე-2 ნაწილის (გარდა სისტემატური ცემისა) „ა“ ან „ლ“ ქვეპუნქტით (სხვაგვარი ძალადობა ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ, ან ჯგუფურად) 
  • 1261 მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ჯამრთელობის განზრახ მძიმე, ნაკლებად მძმე ან მსუბუქი დაზიანება)
  • 150-ე მუხლის პირველი ნაწილი (ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება)
  • 151-ე მუხლის პირველი ნაწილი (მუქარა) ან მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი (იგივე ქმედება, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ)

 

ერთი მეოთხედით უმცირდება დანიშნული სასჯელი

განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალსიწნებული შემდეგი დანაშაულები:

  • 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო წარმოებისა, აგრეთვე ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადების, წარმოების, შეძენის, შენახვის, გადაზიდვის ან გადაგზავნის გარდა)
  • 261-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გარდა ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო წარმოებისა), განსაკუთრებით
  • 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (განსაკუთრებით დიდი ოდენობით)
  • წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; არაერთგზის; ნარკოტიკული დანაშაულის ჩამდენი პირის მიერ , ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება)
  • 2731 მუხლის მე-7 ნაწილი (განსაკუთრებით დიდი ოდენობით მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა, ან იგივე ქმედება, ჩადენილი: წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, ან იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს რომელიმე ნარკოტიკული დანაშაული)

 

დაზარალებულის თანხმობით,

ერთი მეოთხედით შეუმცირდება დანიშნული სასჯელი

განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შემდეგი დანაშაულები:

  • 130-ე მუხლით (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ქმედებამ ავადმყოფის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია), - (სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი ავადმყოფისათვის მედიცინის მუშაკის მიერ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების არასაპატიო მიზეზით გაუწევლობა, ან იგივე ქმედება რამაც ავადმყოფის ჯამრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია)
  • 133-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილი - (უკანონო აბორტი, ან იგივე ქმედება ჩადენილი უკანონო აბორტისათვის მსჯავრდებულის მიერ, ან რამაც გამოიწვია შვილოსნობის სამუდამო მოშლა ან სხვა მძიმე შედეგი)
  • 186-ე მუხლის მე-2 ნაწილი - (გარდა წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების გასაღებისა) - წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, ავტომობილის მიმართ, დიდი ოდენობით, იმის მიერ ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ან გამოძალვისათვის წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონებით სარგებლობა, ქონების შეძენა, ფლობა)
  • 188-ე მუხლის მე-3 ნაწილი - (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ქმედებამ გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა) - (ნივთის დაზიანება ან განადგურება გაუფრთხილებლობით რამაც გამოიწვია სხვა მძიმე შედეგი)
  • 2001 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი - (დიდი ოდენობით ყალბი აქციზური მარკების დამზადება, გასაღება ან/და გამოყენება)
  • 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი,
  • 2401 მუხლის მე-2 ნაწილით (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ქმედებას მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა),
  • 243-ე მუხლის მე-2 ნაწილი (ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ქმედებამ ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია)
  • 245-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილი (ბირთვული მასალის, რადიაქტიური ნარჩენის, რადიაქტიური ნივთიერების ან მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროსადმი მოპყრობის წესის დარღვევა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ქმედებამ გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა)

 

 

სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, პირობითი მსჯავრისგან, სასჯელისგან, მათ შორის, აღუსრულებელი ჯარიმისგან თავისუფლდება

 ის პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალსიწნებული შემდეგი დანაშაულები:

  • 2481 მუხლი (იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევა) 
  • 3591 მუხლით საგანგებო ან საომარი მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა) გათვალისწინებული დანაშაული

 

 

ვის არ შეეხება ამნისტია

  • მუხლი108 - (გაზრახ მკვლელობა)
  • მუხლი 109 - (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში)
  • მუხლი115 - (თვითმკვლელობამდე მიყვანა)
  • მუხლი 117- (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება)
  • მუხლი 1331 - (სტერილიზაცია თანხმობის გარეშე)
  • მუხლი 1332 - (ქალის სასქესო ორგანოების დასახიჩრება
  • მუხლი 1351 - (ადამიანის ორგანოებით, ქსოვილებით ან უჯრედებით ვაჭრობა
  • მუხლი 142 - (ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევა)
  • მუხლი 1421 - (რასობრივი დისკრიმინაცია)
  • მუხლი 1422 -  (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის უფლებების შეზღუდვა)
  •  მუხლი 143 - (თავისუფლების უკანონო აღკვეთა)
  • მუხლი 1431 - ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი)
  • მუხლი 1432 - არასრულწლოვნით ვაჭრობა (ტრეფიკინგი)
  • მუხლი 1433 - ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის (დაზარალებულის) მომსახურებით სარგებლობა
  • მუხლი 144 - მძევლად ხელში ჩაგდება
  • მუხლი 1441 - წამება
  • მუხლი 1442 - წამების მუქარა
  • მუხლი1443 - დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა
  • მუხლი 1501 - ქორწინების იძულება
  • მუხლი 154 - ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა
  • მუხლი 157 - პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფა
  • მუხლი 1571 - პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა
  • მუხლი 158 -  კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევა
  • მუხლი 159 -  პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევა
  • მუხლი 164 - ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, ხმების არასწორად დათვლა ან არჩევნების შედეგების არასწორად შეჯამება
  • მუხლი 171- არასრულწლოვნის ჩაბმა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში
  • მუხლი 172 - არასრულწლოვნის მიმართ უკანონო გარიგების განხორციელება შვილად აყვანის მიზნით
  • მუხლი 1721 - შვილად აყვანის მიზნით ფეხმძიმე ქალების წინასწარი შერჩევა და მშობიარობისათვის საქართველოს ფარგლებს გარეთ გაყვანის შესაძლებლობის შექმნა ან ასეთ გაშვილებაში ხელის შეწყობა
  • მუხლი 174 - ბავშვის შეცვლა
  • მუხლი179 - ყაჩაღობა
  • მუხლი 181- გამოძალვა
  • 182-ე მუხლის მე-2-მე-3 ნაწილები - მითვისება ან გაფლანგვა დამამძიმებელ გარემოებებში
  • მუხლი 183  - განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული ან ეროვნული ღირებულების ნივთის ან დოკუმენტის დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით
  • მუხლი 194 - უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება)
  • მუხლი 1941 - უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის გზით მოპოვებული ქონებით სარგებლობა, ქონების შეძენა, ფლობა ან გასაღება
  • მუხლი 222 - ტელერადიომაუწყებლობის ან კავშირგაბმულობის დაწესებულების ანდა სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება
  •  მუხლი  2221- სატრანსპორტო კომუნიკაციების ბლოკირება
  • მუხლი 223. უკანონო ფორმირების შექმნა, ხელმძღვანელობა, ასეთ ფორმირებაში გაწევრება, მონაწილეობა ან/და უკანონო ფორმირების სასარგებლოდ სხვა საქმიანობის განხორციელება
  • მუხლი 2231. „ქურდული სამყაროს“ წევრობა, „კანონიერი ქურდობა“
  • მუხლი 2232. „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობა
  • მუხლი 2233. „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა
  • მუხლი 2234. „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის/„კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვა ან ამ მიმართვის შედეგად მატერიალური სარგებლის ან მატერიალური უპირატესობის მიღება
  • მუხლი 224. ბანდიტიზმი
  • მუხლი 2241. რეკეტულ დაჯგუფებაში მონაწილეობა
  • მუხლი 225. ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა
  • მუხლი 226. ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ან მასში აქტიური მონაწილეობა
  • მუხლი 228. მეკობრეობა
  • მუხლი 229. აფეთქება
  • მუხლი 2291. ენერგორესურსით სარგებლობის წესების დარღვევა
  • მუხლი 230. ბირთვული მასალისადმი ან მოწყობილობისადმი, რადიოაქტიური ნარჩენისადმი, რადიოაქტიური ნივთიერებისადმი უკანონო მოპყრობა
  • მუხლი 231. ბირთვული მასალის, რადიოაქტიური ნივთიერების ან მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროს ხელში ჩაგდება
  • მუხლი 2311 . ბირთვული ნივთიერების მართლსაწინააღმდეგოდ მოთხოვნა
  • მუხლი 2312 . ბირთვული ნივთიერების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ან გამოყენების მუქარა
  • მუხლი 232. ბირთვული იარაღის ან სხვა ბირთვული ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადება
  • მუხლი 233. ბირთვულ ან რადიაქტიურ ობიექტზე ავარიის ან უბედური შემთხვევის შესახებ ინფორმაციის დაფარვა ან დამახინჯება
  • მუხლი 234. საქართველოს ტერიტორიაზე რადიოაქტიური, სახიფათო ნარჩენების ტრანზიტი ან იმპორტი, რადიოაქტიური ნარჩენების რეექსპორტი, ან არასახიფათო ნარჩენების იმპორტი განთავსების მიზნით, ან სახიფათო ნარჩენების უკანონო ექსპორტი
  • მუხლი 235. მასობრივი განადგურების იარაღის, შეიარაღების ან სამხედრო ტექნიკის შესაქმნელი ტექნოლოგიის, მეცნიერულ-ტექნიკური ინფორმაციის ან მომსახურების უკანონო ექსპორტი
  • მუხლი 235​1. „ქიმიური იარაღის შესახებ“ კონვენციით განსაზღვრული ტოქსიკური ქიმიკატის ან მისი პრეკურსორის უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, ფლობა, განკარგვა, გამოყენება, გადამუშავება, გამოცდა, გადაცემა, გადაზიდვა, ექსპორტი, იმპორტი, ვაჭრობა ან მისდამი სხვა უკანონო მოპყრობა, აგრეთვე მასთან დაკავშირებული სხვა უკანონო გარიგება, მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბრუნვის წესების დარღვევა
  • 236-ე მუხლი (გარდა პირველი ნაწილისა) ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა (თოფისა)), საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება დამამძიმებელ გარემოებებში
  • მუხლი 237. იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების მიზნით ან გამოძალვა
  • მუხლი 2381 - ცივი იარაღის ტარება, გარდა ნარკოტიკების მოხმარებისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ცივი იარაღის ტარებისა
  • მუხლი 252 -  უკანონო გაერთიანების შექმნა ან ხელმძღვანელობა ანდა მასში მონაწილეობა
  • მუხლი 253. პროსტიტუციაში ჩაბმა
  • მუხლი 254. პროსტიტუციის ხელშეწყობა
  • მუხლი 255. პორნოგრაფიული ნაწარმოების ან სხვა საგნის უკანონოდ დამზადება ან გასაღება
  • მუხლი 2551. არასრულწლოვანის ჩაბმა პორნოგრაფიული ნაწარმოების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ დამზადებასა და გასაღებაში
  • მუხლი 2552. არასრულწლოვანისთვის შეხვედრის შეთავაზება სექსუალური მიზნებისთვის
  • მუხლი 259. ცხოველის წამება, მისდამი სასტიკი მოპყრობა ან სხვაგვარი ძალადობა
  • 260-ე მუხლის მე-4, მე-5 ან მე-7 ნაწილით, (ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღება; ეს ქმედება დამამძიმებელ გარემოებებში)
  • 261-ე მუხლის მე-4-მე-6 ნაწილები ან მე-8 ნაწილი - ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონო გასაღება დამამძიმებელ გარემოებებში
  • 262-ე მუხლის მე4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი - განსაკუთრებულად დიდი ოდენობით საქართველოში ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონოდ შემოტანა, საქართველოდან უკანონოდ გატანა ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვა
  • 263-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი - განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქართველოში ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების დიდი ოდენობით უკანონოდ შემოტანა, საქართველოდან უკანონოდ გატანა ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვა
  • მუხლი 266 - ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონო წარმოებისათვის ფარული ლაბორატორიის მოწყობა ან შენახვა)
  • 2731 მუხლის მე-8-მე-10 ნაწილები (მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო გასაღება, განსაკუთრებით დიდი ოდენობით და ორგანიზებული ჯგუფის მიერ მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო გასაღება)
  • მუხლი 280. ფრენის საერთაშორისო წესის დარღვევა
  • მუხლი 344. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა
  • მუხლი 345. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ შეცვლა
  • მუხლი 353. წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ
  • მუხლი 3531. პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმა
  • მუხლი 364. სამართალწარმოების განხორციელებისთვის, გამოძიებისთვის ან დაცვის განხორციელებისთვის ხელის შეშლა
  • მუხლი 365. მუქარა ან ძალადობა სამართალწარმოების განხორციელებასთან, გამოძიებასთან ან დაცვის განხორციელებასთან დაკავშირებით
  • მუხლი 372. ზემოქმედების განხორციელება გამოსაკითხ პირზე, მოწმეზე, დაზარალებულზე, ექსპერტზე ან თარჯიმანზე
  • 375-ე მუხლი ( დანაშაულის დაფარვა, გარდა გამონაკლისი შემთხევებისა),
  • მუხლი 376. დანაშაულის შეუტყობინებლობა გარდა იმ შემთხვევისა, თუ პირმა ჩაიდინა ამ კანონის პირველი-მე-4 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის შეუტყობინებლობა),
  • 378-ე მუხლი. პენიტენციური დაწესებულების საქმიანობისათვის ხელის შეშლა ან/და ამ საქმიანობის დეზორგანიზაცია
  • 379-ე მუხლი - დაკავების ადგილიდან, პენიტენციური დაწესებულებიდან ან მოთავსების სხვა ადგილიდან, გაყვანისას/გადაყვანისას ან ექსტრადიციისას ბრალდებულის/ მსჯავრდებულის გაქცევა
  • XXII თავით გათვალსიწნებული დანაშაულები (დანაშაული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ)
  • XXXVII თავით გათვალისწინებული დანაშაულები (დანაშაული საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ)
  • XXXVII1 თავით გათვალისწინებული დანაშაულები (ოკუპირებული ტერიტორიების სამართლებრივი რეჟიმის დარღვევა)
  • XXXVIII თავით გათვალისწინებული დანაშაულები (ტერორიზმი)
  • XXXIX თავით   გათვალისწინებული დანაშაულები (სამოხელეო დანაშაული) 
  • XLVII თავით გათვალისწინებულ დანაშაულები (დანაშაული კაცობრიობის მშვიდობის, უშიშროებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის წინააღმდეგ )
  • „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიით გათვალისწინებულ პირების მეირ ჩადენილ დანაშაულებზე

[1] ისულისხმება ნარკოტიკულ დანაშაულებზე ნასამართლობა გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის, ძლიერმოქმედი ნივთიერების, მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო გასაღებისა.

[2] თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია. 

[3] ნასამართლობის არმქონედ ჩაითვლება, თუ იგი ნასამართლევი იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით (ნარკოტიკული დანაშაული) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, გარდა იმავე თავით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის, ძლიერმოქმედი ნივთიერების, მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო გასაღებისა.

 

[4] თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.

print