
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” პარლამენტის მონიტორინგის ფარგლებში წარმოადგენს IX მოწვევის პარლამენტის საქმიანობის შეფასების კვლევას, რომელიც 2018 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს.
საანგარიშო პერიოდში შემდეგი პოზიტიური ტენდენციები გამოიკვეთა:
საკანონმდებლო პროცესი
ზედამხედველობის განხორციელება
ღიაობა და გამჭვირვალობა
საანგარიშო პერიოდში შემდეგი გამოწვევები გამოიკვეთა:
პარლამენტის საქმიანობის კონკრეტული მიმართულებით არსებული ცალკეული გამოწვევების გარდა, აღსანიშნავია პარლამენტისა და სამოქალაქო სექტორის ურთიერთთანამშრომლობის პრობლემა, კერძოდ, უმრავლესობის ზოგიერთი წევრის მხრიდან აგრესიული ტონი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების მიმართ. სამოქალაქო სექტორზე აგრესიული თავდასხმები და არაკონსტრუქციული დამოკიდებულება ზიანს აყენებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. ეს პრობლემა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმაც აღნიშნა 2018 წელს გამოქვეყნებულ საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიშში.
ზედამხედველობის განხორციელება
● მმართველი პარტია და ოპოზიცია საპარლამენტო კონტროლის მექანიზმებს უფრო მეტად პარტიული ინტერესებისთვის იყენებდნენ, ვიდრე რეალური კონტროლის განსახორციელებლად;
● პარლამენტის წევრების კითხვების უმეტესობა კვლავ სტატისტიკური ინფორმაციის გამოთხოვას შეეხებოდა. პარლამენტის წევრები საპარლამენტო კონტროლის ამ მექანიზმს არ იყენებდნენ აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ სამთავრობო პროგრამის შესრულებისა და საჯარო პოლიტიკის სხვა მნიშვნელოვანი საკითხების კონტროლისათვის;
● ნდობის ჯგუფის შემადგენლობა საანგარიშო პერიოდშიც არასრული იყო;
● აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ პარლამენტის კომიტეტების სხდომებს და პარლამენტს პერიოდულად წარუდგენდნენ ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ, თუმცა სხდომებს მეტწილად არა მინისტრები, არამედ მათი მოადგილეები და უწყებათა ხელმძღვანელები ესწრებოდნენ;
● პარლამენტს არ განუხორციელებია მთავრობის მიერ წარდგენილი კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის მონიტორინგი.
პარლამენტის წევრთა ანგარიშვალდებულება
● საანგარიშო პერიოდშიც პარლამენტის წევრების სხდომების მუშაობაში მონაწილეობა პრობლემური საკითხი იყო. მიუხედავად იმისა, რომ შემცირდა პლენარული სხდომების საპატიო მიზეზით გაცდენის საერთო რაოდენობა, ოჯახური მდგომარეობის მიზეზით გაცდენის მაჩვენებელი კვლავ მაღალია (IX მოწვევის პარლამენტის საქმიანობის პირველ წელს დაფიქსირდა 1430 გაცდენა, 2018 წელს – 1500 გაცდენა).
● პარლამენტის წევრებმა საანგარიშო პერიოდშიც დაარღვიეს საპარლამენტო ეთიკის ნორმები. თუმცა ამ დარღვევებს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული შესაბამისი რეაგირება არ მოჰყოლია;
პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების შეფასება
პროგრესულად შეფასებულ კანონთა შორისაა: პარლამენტის ახალი რეგლამენტი, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შესახებ კანონში ცვლილებები, პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსი, ელექტრონული პეტიციების დანერგვა და ა.შ.
საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც დახვეწას საჭიროებს, წარმოადგენს სასამართლოს რეფორმის „მეოთხე ტალღის“ საკანონმდებლო ინიციატივები, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ კანონი და ა.შ.
კვლევაში ნეგატიურადაა შეფასებული რამდენიმე საკანონდებლო ცვლილება, მათ შორის საპენსიო რეფორმა და პარტიების დაფინანსების წესის ცვლილება, რომელიც საშუალებას აძლევს პარტიას თუნდაც ერთი მაჟორიტარის გაყვანის შემთხვევაში საბიუჯეტო დაფინანსება მიიღოს.
ანგარიშის წარდგენის შემდეგ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” პრიზები გასცა შემდეგ ნომინაციებში:
Links
[1] http://www.parliament.ge/ge/saparlamento-saqmianoba/komitetebi/garemos-dacvisa-da-bunebrivi-resursebis-komiteti/sakomiteto-mokvleva/mokvleva-1
[2] http://www.parliament.ge/ge/saparlamento-saqmianoba/komisiebi-da-sabchoebi-8/genderuli-tanasworobis-sabcho/angarisebi-daskvnebi/parlamentis-tvitshefasebis-angarishi
[3] https://transparency.ge/sites/default/files/parliament-2018_web_ge_final_0.pdf
[4] https://transparency.ge/ge/category/tags/parlamenti