„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ აგრძელებს მოკვლევას პარტია “ქართული ოცნებიდან” საქართველოს პარლამენტის წევრის, ვიქტორ ჯაფარიძის ეკონომიკური ინტერესების შესახებ. 2022 წლის 4 ოქტომბერს იგი მმართველი პარტიიდან გავიდა და შეუერთდა [1] დეპუტატთა იმ ჯგუფს, რომელიც მოძრაობა “ხალხის ძალას” აფუძნებს. ამავე დღეს მან ტელეკომპანია “პოსტვ”-ის 52% წილი [2] 520 000 ლარად იყიდა [3].
ვიქტორ ჯაფარიძე და მისი ოჯახის წევრები ჯამში 11 სხვადასხვა კომპანიის მეწილეები არიან, ფლობენ არაერთ ქონებას მესტიასა და თბილისში, მათ შორის ორ სასტუმროს. ვიქტორ ჯაფარიძესთან დაკავშირებულმა კომპანიებმა სახელმწიფო შესყიდვებიდან 7,775,565 ლარი მიიღეს. ვიქტორ ჯაფარიძე, მისი მეუღლე ნათია ხვისტანი და ვიქტორ ჯაფარიძის შვილის, ოთარ ჯაფარიძის ბიზნესპარტნიორები მსხვილი შემწირველებიც არიან. მათ ჯამში 533,000 ლარი გაიღეს - „ქართულ ოცნებას“ 468,000 ლარი, პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს კი 65,000 ლარი შესწირეს.
ორგანიზაციამ პირველად ვიქტორ ჯაფარიძის ეკონომიკურ ინტერესებზე კვლევა [4] 2020 წელს გამოაქვეყნა. 2021 წელს გამოქვეყნებული კვლევით [5] კი გაირკვა, რომ ვიქტორ ჯაფარიძის კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 528,150 ლარის ოდენობის სუბსიდიაც მიიღო. მიმართვების მიუხედავად, ჯაფარიძესთან დაკავშირებული კომპანიების საქმიანობაზე სათანადო რეაგირება შესაბამისი უწყებების მხრიდან არ მომხდარა.
ამჯერად წარმოგიდგენთ დაჯამებულ ინფორმაციას ვიქტორ ჯაფარიძის და მისი ოჯახის წევრებთან დაკავშირებული კომპანიების და ასევე მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შესახებ. კვლევაში ასევე წარმოდგენილია ინფორმაცია ჯაფარიძეებისა და მათი ბიზნესპარტნიორების პოლიტიკურ შეწირულობებსა და ნეპოტიზმის სავარაუდო შემთხვევებზე.
ვიქტორ ჯაფარიძისა და მისი ოჯახის წევრების ბიზნეს ინტერესები
ვიქტორ ჯაფარიძე
სასტუმრო “Posta Hotel” მესტიაში
ვიქტორ ჯაფარიძე შპს “სეტი + [6]”-ის 33.3% წილის მფლობელია. კომპანია მესტიის ცენტრში მდებარე სასტუმრო “Posta Hotel [7]”-ს ფლობს. სახელმწიფო შესყიდვებში შპს “სეტი+” 2019 წლის ივლისიდან ჩაერთო და უკვე 38 გამარტივებული შესყიდვა მიიღო, ჯამური ღირებულებით 292,545 ლარი.
შპს “სეტი+”-სგან სასტუმროს, რესტორნისა და კვების მომსახურება შეისყიდეს მესტიის მერიამ, საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, ა(ა)იპ სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია შან-ლენდმა, საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა და სურსათის ეროვნულმა სააგენტომ.
შპს “სეტი+”-მა 2017-2020 წლებში, სახელმწიფო პროგრამებიდან, ჯამში 528,150 ლარის ოდენობის სუბსიდია [5]მიიღო, საიდანაც პირველი სუბსიდია კომპანიის რეგისტრაციიდან 12 დღეში - 2017 წლის 26 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე გაიცა.
მეუღლე - ნათია ხვისტანი
მცირე სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური “დაშბაშიჰესი” - შპს “ქცია 94”
შპს “ქცია 94 [8]”-ის 66.99% წილის მფლობელი ვიქტორ ჯაფარიძის მეუღლე ნათია ხვისტანია. კომპანიის კუთვნილებაშია მცირე სიმძლავრის (1,25 მგვტ) “დაშბაშიჰესი [9]”, რომელიც წალკაში მდებარეობს.
ვიქტორ ჯაფარიძის მიერ სხვადასხვა პერიოდში შევსებული დეკლარაციით დგინდება, რომ შპს “ქცია 94”-დან მიღებულმა შემოსავალმა 1,810,484 ლარი შეადგინა, მათ შორის ორჯერ - 2011 და 2013 წლებში ვიქტორ ჯაფარიძემ, როგორც კომპანიის კონსულტანტმა, 164,800 ლარის ოდენობის ანაზღაურება მიიღო. აღსანიშნავია, რომ ვიქტორ ჯაფარიძე საქართველოს პარლამენტის წევრი, ხელახლა, 2012 წელს გახდა. მის მიერ 2013 [10]და 2014 [11]წლებში შევსებული დეკლარაციებით კი ირკვევა, რომ იგი 2012 და 2013 წლებში, შპს “ქცია 94”-ში კონსულტანტად მუშაობდა და პარლამენტის წევრის თანამდებობასთან შეუთავსებელ საქმიანობას ეწეოდა.
შპს “All Seasons” - მშენებარე სასტუმრო მესტიაში
ნათია ხვისტანი 2018 წლის ივნისიდან [12]შპს “All Seasons”-ის ჯერ 30%, მოგვიანებით კი 50% წილს ფლობდა. 2022 წლის 1 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, [13]ნათია ხვისტანმა საკუთარი წილი კომპანიის ასევე 50% წილის მფლობელ ოთარ ჩართოლანს 800,000 ლარად მიჰყიდა. ოთარ ჩართოლანი ჯაფარიძეების ბიზნესპარტნიორია სხვა არაერთ კომპანიაში.
შპს “All Seasons” მესტიაში, სეტის მოედანზე, ვიქტორ ჯაფარიძის თანასაკუთრებაში არსებული სასტუმრო “Posta Hotel”-ის გვერდით მდებარე 1,460 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ ოთხსართულიან შენობას ფლობს [14].
აღსანიშნავია, რომ შპს “All Seasons”-ი 2015 და 2021 წლებში, ორივეჯერ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობისას, მთავრობის განკარგულებით ორჯერ [15] გათავისუფლდა [16]სსიპ “სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან” 2012 წლის 23 აგვისტოს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების ვადაგადაცილებით შესრულებისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოსგან.
შპს “ტირ პარკ მარნეული 2014”
ვიქტორს ჯაფარიძის მეუღლე, ნათია ხვისტანი 2013 წლიდან 2018 წლის ივნისამდე ფლობდა შპს “ტირ პარკ მარნეული 2014”-ის 10% წილს. კომპანია, რომელიც 2013 წლიდან ფუნქციონირებს, [17] სატვირთო ავტომობილებს სთავაზობს ავტოსადგომის მომსახურებას [18]საზღვართან (წითელი ხიდი) არსებული რიგების მოწესრიგებისა და შეფერხების თავიდან აცილების მიზნით.
2018 წლის 11 ივნისს ნათია ხვისტანმა საკუთარი წილი შპს “გლობალ ტრანსს” 166,500 დოლარად მიჰყიდა [19], ეს ინფორმაცია ვიქტორ ჯაფარიძემ 2019 წლის დეკემბერში შევსებულ დეკლარაციაში [20]არ მიუთითა. კანონის მოთხოვნათა თანახმად, იგი ვალდებული იყო მეუღლის მიერ წილის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი დეკლარაციაში აესახა.
აღსანიშნავია, რომ ვიქტორ ჯაფარიძემ მეუღლის, ნათია ხვისტანის მიერ კომპანიიდან მიღებული შემოსავალი (36,988 ლარი) დეკლარაციაში მხოლოდ ერთხელ - 2015 წელს ასახა [21].
შვილი - ოთარ ჯაფარიძე
ბენზინგასამართი სადგური მესტიაში
შპს “რეფილ პეტროლეუმ ჯორჯიას” ბენზინგასამართი სადგური დაბა მესტიაში პირველი საჯარო სკოლის მიმდებარედ მდებარეობს. კომპანია 2020 წლის ოქტომბერშია რეგისტრირებული [22], თავდაპირველად შპს-ს 50% წილის მფლობელი ვიქტორ ჯაფარიძის შვილი, ოთარ ჯაფარიძე იყო, დირექტორი და ასევე 50% წილის მფლობელი კი - ლევან გუჯეჯიანი. 2020 წლის 25 დეკემბერს ოთარ ჯაფარიძემ საკუთარი წილი უსასყიდლოდ გადასცა [23]ლევან გუჯეჯიანს და იგი ამჟამად კომპანიის სრულ წილ ფლობს [24]. მიუხედავად კომპანიის მფლობელის ცვლილებისა, შპს “რეფილ პეტროლიუმ ჯორჯია” ოთარ ჯაფარიძის მისამართზე - თბილისში, სოფრომ მგალობლიშვილის ქუჩაზეა რეგისტრირებული.
შპს “რეფილ პეტროლეუმ ჯორჯიასგან” 2021 წლიდან დღემდე მესტიის მერიამ გამარტივებული წესით 24-ჯერ შეიძინა საწვავი, მესტიის დასუფთავების სამსახურმა კი - ერთხელ. ხელშეკრულებათა ჯამურმა ღირებულებამ 324,075 ლარი შეადგინა.
შპს “ექსპერტჰაუსი”
ვიქტორ ჯაფარიძის შვილი, ოთარ ჯაფარიძე ასევე ფლობს შპს “ექსპერტჰაუსის [25]” 43% წილს. კომპანია აქტიურად მონაწილეობს სახელმწიფო შესყიდვებში. “ექსპერტჰაუსის” მოგებულ ტენდერებზე ჩვენ 2020 ივლისში გამოქვეყნებულ კვლევაშიც [4]ვწერდით. 2022 წლის სექტემბრის მდგომარეობით, კომპანიას 40 ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული, საიდან 12 შემთხვევაში გაიმარჯვა, ხელშეკრულებათა ჯამურმა ღირებულებამ კი 3,522,705 ლარი შეადგინა. ამას გარდა შპს “ექსპერტჰაუსმა” 86,189 ლარის ღირებულების 3 გამარტივებული შესყიდვაც მიიღო.
შპს “TOB კონსტრაქშენი”
ოთარ ჯაფარიძე ასევე არის შპს “TOB კონსტრაქშენის [26]” 50% წილის მფლობელი. შპს-მ სულ ორ ტენდერში მიიღო მონაწილეობა, 2018 წელს და ორივეჯერ უკონკურენტოდ გაიმარჯვა (განაცხადის ნომერი: GEO180000241 [27], GEO180000181 [28]), ორივე შემთხვევაში შემსყიდველი “სახელმწიფო სამშენებლო კომპანია [29]” იყო. ხელშეკრულების ჯამურმა ღირებულებამ 3,635,920 ლარი შეადგინა.
ოთარ ჯაფარიძე ასევე ფლობს წილებს რამდენიმე სხვა კომპანიაშიც. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, [30] მათგან აქტიური შემდეგი საწარმოებია:
შვილი - ეკატერინე ჯაფარიძე
“ავენიუ 106” - სასტუმრო თბილისში
ვიქტორ ჯაფარიძის შვილი, ეკატერინე ჯაფარიძე შპს “ავენიუ 106 [35]”-ის 100% წილის მფლობელია. იგი ამავე სახელწოდების სასტუმროს [36]მესაკუთრეა, სასტუმრო კი ვიქტორ ჯაფარიძის მეუღლის, ნათია ხვისტანის საკუთრებაში არსებულ, თბილისში აღმაშენებლის გამზირზე მდებარე [37]ფართშია [38]განთავსებული [39].
შპს “ავენიუ 106”-მა სახელმწიფო შესყიდვებში მხოლოდ ერთხელ მიიღო მონაწილეობა, მესტიის მერიამ მისგან 2020 წელს სასტუმროს მომსახურება შეისყიდა [40], ღირებულებით 320 ლარი.
უძრავი ქონება
ჯაფარიძეები მესტიასა და თბილისში არაერთ ქონებას ფლობენ. მხოლოდ მესტიაში რვა მიწის ნაკვეთს ფლობენ, რომელთა ჯამური ფართობი 30,313 კვადრატული მეტრია. სამ ნაკვეთზე შენობა-ნაგებობებიც დგას, მათ შორის არის სასტუმრო “Posta Hotel”.
ვიქტორ ჯაფარიძის საკუთრებაშია:
ვიქტორ ჯაფარიძის მეუღლის, ნათია ხვისტანის საკუთრებაშია, თბილისში, აღმაშენებლის გამზირ 106-ში მდებარე ორი [37]ბინა [38] და სხვენი [39], საერთო ფართობით 186.54 კვ.მ. სწორედ ამ მისამართზე მდებარეობს ვიქტორ ჯაფარიძის შვილის, ეკატერინე ჯაფარიძის საკუთრებაში არსებული სასტუმრო “ავენიუ 106”.
ვიქტორ ჯაფარიძის შვილის, ოთარ ჯაფარიძის საკუთრებაშია:
ვიქტორ ჯაფარიძის შვილი, ეკატერინე ჯაფარიძე ფლობს 207 კვ.მ. მიწის ნაკვეთს [54], ასევე მგალობლიშვილის ქუჩაზე
პოლიტიკური შეწირულობები
ვიქტორ ჯაფარიძე, მისი მეუღლე ნათია ხვისტანი და ვიქტორ ჯაფარიძის შვილის, ოთარ ჯაფარიძის ბიზნესპარტნიორები მსხვილი შემწირველებიც არიან. მათ ჯამში 533,000 ლარი გაიღეს. 2012 წლიდან დღემდე მმართველ პარტია “ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს” ჯამში 468,000 ლარი, ხოლო 2018 წელს პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს 65,000 ლარი შესწირეს:
ხარვეზები დეკლარაციაში
ვიქტორ ჯაფარიძემ 2021 წლის დეკემბერში შევსებულ დეკლარაციაში [68]ოჯახის წევრების ნაწილში მხოლოდ მეუღლე და ერთი შვილი მიუთითა.
მან კანონი ორ ნაწილში დაარღვია:
ვიქტორ ჯაფარიძის ნათესავები საჯარო სამსახურში
ვიქტორ ჯაფარიძის არაერთი ნათესავია დასაქმებული საჯარო სამსახურში. ჩვენ წარმოგიდგენთ ინფორმაციას იმ თანამდებობის პირებზე, რომელთა შესახებაც სხვადასხვა წყაროებიდან მოვიპოვეთ ინფორმაცია:
ჩვენი ინფორმაციით, ოთარ ჯაფარიძე, ვიქტორ ჯაფარიძის შვილი, 2022 წლის მაისამდე იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი, რის შემდეგაც დასაქმდა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში.
დასკვნა და რეკომენდაციები
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” შეფასებით, ვიქტორ ჯაფარიძის საქმიანობა არაერთ კითხვას აჩენს კორუფციის რისკებთან, ნეპოტიზმთან თუ დეპუტატის მანდატის არაკეთილსინდისიერ გამოყენებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, მოვუწოდებთ:
Links
[1] https://netgazeti.ge/life/633662/
[2] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFKxKK9Q7tdFe3UYt9ZLXHSbvJt5oGRM73pC6u3R4dvc0
[3] https://netgazeti.ge/life/633671/
[4] https://transparency.ge/ge/blog/deputat-viktor-japarizestan-dakavshirebulma-kompaniebma-shesqidvebidan-6-milion-larze-meti/?custom_searched_keyword=%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0+%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%AB
[5] https://transparency.ge/ge/blog/tanamdebobis-pirebtan-dakavshirebuli-kompaniebi-saxelmcipo-programidan-subsidias-igeben
[6] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFIm6SsC%5DGtOnMBJndvuUNSaJHlZ78RU88Tib8%5BhaNQsH
[7] https://www.facebook.com/hotelpostamestia/photos
[8] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFDvuzNycEVgWn5ZhUaAEK7zT7%5DfdevG91nRlGxyJJGd9
[9] http://br.geostat.ge/register_geo/index.php?action=History&lang=ka&Stat_ID=15857953
[10] https://declaration.gov.ge/Home/DownloadPdf/11933
[11] https://declaration.gov.ge/Home/DownloadPdf/18326
[12] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFFwC1QSE%5BRFfr3zD5v6gI7DppxaRATWBWJvlH7pVmaBx
[13] https://drive.google.com/file/d/16ZvwiEjyqefPZRqI85lRmClNyMpsAQLQ/view?usp=sharing
[14] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFKelBJxaBapZQtf%5D%5DrEG9UqGVJe7rnRMhxwRI73Z%5DoBU
[15] https://matsne.gov.ge/ka/document/view/2814682?publication=0
[16] https://matsne.gov.ge/ka/document/view/5394001?publication=0
[17] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFMwefdGdI8JkrQR8zoSYI52TwV%5B9QnN6N%5BTb9PNDiHSB
[18] https://www.rs.ge/TirPark?cat=5&tab=1
[19] https://drive.google.com/file/d/1AMf9ZkaMEONq6QtI0gDSA4vujE6ecuBg/view?usp=sharing
[20] https://declaration.gov.ge/Home/DownloadPdf/122618
[21] https://declaration.gov.ge/Home/DownloadPdf/24872
[22] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFNp7d8e%5BqgqItwGEOqtwRu59FdRdzk3vKPM%5B5VBIXxDi
[23] https://drive.google.com/file/d/17xSnJUKVA74q4_sypUZRY5kEN5yMXF1C/view?usp=sharing
[24] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFKdLxMePRg1IZCzuYNrkWyPlaSMC8ybTQ9aMmuStk2G2
[25] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFMuzSHfKcDe7pWRXdlQ53s%5Bo92oJ9iLFYe5qmFRYisFj
[26] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFBGVxp5DBS%5B2OmnyTag7FZFpRT%5D7R4LJRXXwkd2sy9qY
[27] https://drive.google.com/file/d/1vDtNsztn9nJDhHx8liM8BaCq6AR-REMD/view?usp=sharing
[28] https://drive.google.com/file/d/1VeaFa7chWOjDKZD0Fyg-x3CO1ijMQyoY/view?usp=sharing
[29] http://scc.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=1
[30] http://www.br.geostat.ge/register_geo/index.php?action=enterprizes&lang=ka&start=0&srch1=&srch2=&srch3=&srch4=&srch5=&srch5_hidden=&srch6=1900-01-01&srch6_hidden=undefined&srch7=2022-09-16&srch7_hidden=undefined&srch8=&srch9=undefined&srch10=undefined&srch9txt=undefined&srch10txt=undefined&srch16=&srch17=undefined&srch16txt=&srch17txt=&srch11=&srch11_hidden=&srch21=&srch21_hidden=&srch12=&srch18=01024077094&srch13=&srch13_hidden=&srch14=&srch14_hidden=&srch15=&srch19=undefined&srch20=undefined&order=Legal_Code&direction=ASC
[31] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFOcvtWm%5DvzRrRbX9GI4v2IP6IK11ogOSO4R8diooOgBr
[32] http://www.br.geostat.ge/register_geo/index.php?action=History&lang=ka&Stat_ID=23607845
[33] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFG7oQNbvQfNeV%5BxLnnpo1tX9VEVrS2PLBGrAvMJK5c%5Dv
[34] http://www.br.geostat.ge/register_geo/index.php?action=History&lang=ka&Stat_ID=24281819
[35] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFLpOJc%5DV0x%5DTIpYmmqBXI00oPlaUAmxY5%5DHcPoe0ZSGo
[36] https://www.facebook.com/HotelAvenue106
[37] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFAmZkd99Cct6MZs0UvExhOxE9DCX4NWz%5BerABfHywBDG
[38] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFHm4lanE09%5DkFl8XN3aPtYMDSqtT0fKghbTmwTf8AKqw
[39] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFMsqrWXYl%5DFKcrTeV5fDeuRvRlm1FvxYYxbwI67TeE%5D2
[40] https://tendermonitor.ge/ge/organization/176182
[41] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFOhcEXNdl4GeT4k%5DhJz%5DFncSlLmM7yVFbEqEpa92k%5D5O
[42] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFEkbJygNSqSrPLl8Qp9j7rhQhSXlC7QFljzEMl%5D6F6UZ
[43] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFII28DvavI%5BwC%5B%5BXLWCEIYgCwT2BRumkNMBpeDCLY%5BMx
[44] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFIYx5qzcZpSv4KmwLA3DSw9GRAdqkxwNcNFn95kdkexm
[45] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFIVQVX2jtQqErLjM9pn%5DhMBfjmZoFDNA7X5Xp97uHUdk
[46] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFGHkZ5b7VF6DAqpj3stKHhS%5DSOgCwrUlZ7pxjXFCVlI8
[47] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFFdSpGQxhWEVB57cUT%5BIGzavvUd5nbU0BPUDojsJmKrS
[48] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFMBFkLdsI6CmRIyMOnA6htr0gAAUrW%5DycNJ83sL9R6Bs
[49] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFEW%5BGI49toZGEznwqCaPC7uMeVmUaZGRREL8LiHmLPyk
[50] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFIhCuz7Zakr%5BawWV1HEaNs3XQ8SwZtgRSbavxkUVhVyr
[51] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFH1sBfyUMfoW4cjs9XEgtu7NIeAX%5D6D4SEuXNU8RkiLT
[52] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFAi1HWKig9ZSPS8uFz1%5BGw7uXL%5DiDtFnN13vGBBX8PgW
[53] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFF2jVabZPINgpCRSW%5DszoxthUxybw3HwTM1%5D56oVBQVr
[54] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFIPpkpTbR51LADJd6hZicUbpUiaEBf3e47KzjY1udkmm
[55] https://transparency.ge/politicaldonations/ge/donations/1889
[56] https://transparency.ge/politicaldonations/ge/donations/8025
[57] https://transparency.ge/politicaldonations/ge/donations/4571
[58] https://drive.google.com/file/d/10ryV-mHm_knsguTpNKd4RsHD6m6M_SZz/view?usp=sharing
[59] https://drive.google.com/file/d/1DmsJzC_iIWkN1MxYK5r2D_VCZstQUcd6/view?usp=sharing
[60] https://drive.google.com/file/d/1CZ1WfdJYMfB6vgB1pZPkRjukdYnM4F2Z/view?usp=sharing
[61] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFIWvrqpnGufQCky70RqSAnd6y%5DLRFsLsxIurKp1xaZO3
[62] https://transparency.ge/politicaldonations/ge/donations/4582
[63] https://transparency.ge/politicaldonations/ge/donations/4576
[64] https://transparency.ge/politicaldonations/ge/donations/8019
[65] https://transparency.ge/politicaldonations/ge/donations/12594
[66] https://transparency.ge/politicaldonations/ge/donations/8827
[67] https://transparency.ge/politicaldonations/ge/donations/4580
[68] https://declaration.gov.ge/Home/DownloadPdf/136131
[69] https://reportal.ge/ka/Reports/GetFile/36082
[70] https://reportal.ge/ka/Reports/GetFile/36083
[71] https://declaration.gov.ge/Home/DownloadPdf/129272
[72] https://transparency.ge/ge/category/tags/koruptsia