მარიამ ბეჟანიშვილი საერთაშორისო გამჭვირვალობის გუნდს 2023 წლის თებერვალში ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე შემოუერთდა. მანამდე მარიამმა გაიარა სამთვიანი საოფისე სტაჟირების პროგრამა და აქტიურად იყო ჩართული 2020 წლის საპარლამენტო და 2021 წლის მუნიციპალური ორგანოს არჩევნების სადამკვირებლო მისიებში.
მარიამმა დაასრულა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამა საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. მას აქვს ტელეკომპანია ფორმულაში სტაჟირების გამოცდილება და მუშაობდა “fact-checking”-ზე მედიის განვითარების ფონდისთვის. მარიამს აქვს არასამთავრობო სექტორში მუშაობისა და მოხალისეობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება. მას გამოუქვეყნებია არაერთი პუბლიკაცია და საკონფერენციო ნაშრომი საერთაშორისო ურთიერთობების აქტუალურ თემებზე.