
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს საქმიანობას დააკვირდა 2022 წლის 17 ივნისიდან 2023 წლის 31 ივლისის ჩათვლით პერიოდში, შედეგად კი გამოიკვეთა, რომ საბჭოს საქმიანობას ძირითადად ფორმალური დატვირთვა აქვს, ის არ რეაგირებს პარლამენტის დახურულ უწყებად გადაქცევის საგანგაშო ტენდენციაზე და არ შეაქვს წვლილი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის გამჭვირვალობის გაუმჯობესებაში.
ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭო არ უჭერს მხარს სამოქმედო გეგმებში მნიშვნელოვანი ვალდებულებების შეტანას, არ იზიარებს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარდგენილ მნიშვნელოვან ინიციატივებს. საბჭო არ ახდენს რეაგირებას პარლამენტის ღიაობისა და გამჭვირვალობის გაუარესებაზე, მათ შორის, როდესაც დაუსაბუთებლად იზღუდება პარლამენტის შენობაში საშვების დაშვება და წლების განმავლობაში პარლამენტის შესასვლელთან აღმართული იყო რკინის ჯებირი. სამთავრობო დონეზე ღია მმართველობის პროცესი კრიზისულ მდგომარეობაშია, რაზეც საპარლამენტო საბჭოს ასევე არ აქვს რეაგირება.
მე-10 მოწვევის პარლამენტმა საკანონმდებლო ორგანოს დახურულ და გაუმჭვირვალე უწყებად ქცევის პოლიტიკის განხორციელება აქტიურად დაიწყო. 2022 წელს პარლამენტმა მუდმივი საშვები გაუუქმა ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს, რომლებიც პარლამენტის მონიტორინგს ახორციელებენ, რაც მნიშვნელოვანი დაბრკოლებაა პარლამენტის საქმიანობაზე დაკვირვების პროცესში. 2023 წელს ამოქმედდა მედიის აკრედიტაციის განახლებული რეგულაციები [1], რომელმაც პარლამენტი კრიტიკული მედიის წარმომადგენლებისთვის კიდევ უფრო დახურული და გაუმჭვირვალე უწყება გახდა [2], რაც თავის მხრივ, აისახება მოსახლეობის ინფორმირების ხარისხზე და საფრთხის შემცველია ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებისათვის. 2023 წელს პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს [3], რომლის თანახმად პარლამენტის ყოფილ წევრს საშვის გარეშე შესვლა აღარ შეუძლია პარლამენტის შენობაში.
აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში მიმდინარეობდა ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო პარლამენტის გამჭვირვალე საქმიანობა. თუმცა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ისეთი მნიშვნელოვანი კანონპროექტების განხილვისას, რომელიც მაგალითად ე.წ. “რუსული კანონი” იყო, პარლამენტში საშვების დაშვება იზღუდებოდა, რაც კრიტიკული აზრის გამოთქმის სივრცესაც ზღუდავდა.
პარლამენტის ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭო, რომლის ძირითადი ფუნქცია პარლამენტის ღიაობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა, არსებულ გამოწვევებზე არ ახდენს რეაგირებას.
საბჭოს აქტივობები
გამოწვევები
შეფასება და რეკომენდაციები
მე-10 მოწვევის პარლამენტის საქმიანობის ბოლო წლებში პარლამენტის ღიაობა და გამჭვირვალობა მნიშვნელოვანად გაუარესდა. ღია მმართველობის მიმართულებით საქართველოში არსებული სიტუაცია კომპლექსურად უნდა შეფასდეს. აღსანიშნავია, რომ 2015 წლიდან საქართველოს პარლამენტი იყო ერთ-ერთი ლიდერი OGP-ში. ამ პერიოდში, საპარლამენტო ღიაობის მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა, რომელთა მონაწილე და მთავრი ინიციატორი იყო სამოქალაქო საზოგადოება. ღია მმართველობაზე მუშაობის პროცესი იყო თანამშრომლობითი ფორმატის, მასში მონაწილეობდა როგორც საპარლამენტო უმრავლესობა, ისე ოპოზიცია, მუდმივმოქმედი საბჭოს წევრები იყვნენ ყველა ფრაქციის წარმომადგენლები. საპარლამენტო ღიაობის პროცესში მიღწევებიც ამ ერთობლივი მუშაობის შედეგია. თუმცა ბოლო წლების განმავლობაში მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობა არსებითად გართულდა.
არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია რომ ქვეყანაში არ შეფერხდეს OGP-ის პროცესი და პარლამენტმა შესაბამისი ნაბიჯები გადადგას, კერძოდ:
Links
[1] https://web-api.parliament.ge/storage/files/11/akreditacia-2023.pdf
[2] https://transparency.ge/ge/blog/biurokratiuli-skalpeli-kritikuli-mediis-cinaagmdeg
[3] https://info.parliament.ge/#law-drafting/26374
[4] https://web-api.parliament.ge/storage/files/shares/OGP/samoqmedo-gegmebi/kod-samoqmedo-gegma-2021-2022-geo.pdf
[5] https://parliament.ge/supervision/human-rights
[6] https://web-api.parliament.ge/storage/files/shares/Komitetebi/jandacva/angarishi-kom/monitoringis-angarishi.pdf
[7] https://parliament.ge/legislation/24683
[8] https://web-api.parliament.ge/storage/files/shares/OGP/samoqmedo-gegmebi/samoqmedo-gegma-2023-2024.pdf
[9] https://parliament.ge/parliament/councils/51094/documents
[10] https://info.parliament.ge/file/1/OpenFile/6712
[11] https://transparency.ge/ge/category/tags/parlamenti