
9 დეკემბერი კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. საქართველო მსოფლიოში ცნობილია წარმატებული ანტიკორუფციული რეფორმებით, რომელიც მან წლების წინ ჩაატარა. შედეგად საქართველოში დაბალ დონეზე კორუფცია აღმოიფხვრა. მიუხედავად ამისა, საქართველოში მაღალ დონეზე კორუფცია კვლავაც გამოწვევად დარჩა.
სამწუხაროა, რომ კონკრეტული ანტიკორუფციული რეფორმების ჩატარებასთან ერთად ვერ მოხდა ისეთი ანტიკორუფციული სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც ეფექტურად გაუმკლავდებოდა ელიტურ კორუფციას. ძლიერი ანტიკორუფციული სისტემის ჩამოყალიბება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, სადაც სულ უფრო მეტი კითხვა ისმის სახელმწიფო მიტაცებასა [1] და კლეპტოკრატიაზე [2].
წელს საქართველო ევროპული საბჭოსგან ელოდება გადაწყვეტილებას წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. საქართველოში ანტიკორუფციული რეფორმების ჩატარების აუცილებლობაზე საუბარია როგორც 2022 წლის ივნისში სტატუსის მიღების წინაპირობად ევროკომისიის მიერ დასახელებულ 12 პრიორიტეტში [3], ისე 2023 წლის ნოემბერში შემუშავებულ რეკომენდაციებში [4].
ევროკომისიის მიერ მომზადებული რეკომენდაციების შესრულება აუცილებელია ევროკავშირთან წევრობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. ამასთან, მიგვაჩნია, რომ ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულება დღეს საუკეთესო გზა და შესაძლებლობაა ქვეყანაში კორუფციის წინააღმდეგ რეალური ნაბიჯების გადასადგმელად.
შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას ევროკომისიის მოთხოვნების საფუძველზე გადადგას შემდეგი ნაბიჯები:
ამ რეფორმების განხორციელება, საარჩევნო რეფორმებთან ერთად, მნიშვნელოვანი იქნება საქართველოში 2024 წელს საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისთვისაც, რაც ასევე გახდება ჩვენი ევროპელი პარტნიორების შეფასების საგანი საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების გზაზე.
Links
[1] https://www.transparency.ge/ge/blog/aris-tu-ara-sakartvelo-mitacebuli-saxelmcipo
[2] https://transparency.ge/ge/blog/magali-donis-korupciis-savaraudo-shemtxvevebi-ganaxlebadi-sia
[3] https://neighbourhood-enlargement.ec.europa.eu/opinion-georgias-application-membership-european-union_en
[4] https://neighbourhood-enlargement.ec.europa.eu/system/files/2023-11/SWD_2023_697%20Georgia%20report.pdf
[5] https://transparency.ge/ge/category/tags/koruptsia