
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე შოთა სირაძე 2024 წლის დეკლარაციაში [1] არ უთითებს მისი და მისი მეუღლის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას. შოთა სირაძე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ვაჟა სირაძის [2] მამაა.

დარღვევა I: დაუდეკლარირებელი ქონება — შოთა სირაძემ დეკლარაციაში არ ასახა შემდეგი უძრავი ქონება:
ამასთან, მან დეკლარაციაში არ ასახა მეუღლის, ეკა ლატარიას, შემდეგი უძრავი ქონება:
შოთა სირაძემ დეკლარაციაში ასევე არ ასახა დედის, მზია სირაძის საკუთრებაში არსებული შემდეგი ქონება:
დარღვევა II: დაუდეკლარირებელი ხელფასი — შოთა სირაძემ 2024 წლის ქონებრივ დეკლარაციაში არ ასახა მოსამართლის მანდატით მიღებული წლიური შემოსავალი. აღნიშნული მან არც 2023 წლის დეკლარაციაში [11] მიუთითა.
დარღვევა III: დაუდეკლარირებელი ბიზნეს წილები — შოთა სირაძის მეუღლე ეკა ლატარია შპს „კატე გლობალის [12]” 100%-იან წილს ფლობს და ამავდროულად კომპანიის დირექტორია, რაც დეკლარაციაში არასრულად, მეწილეობის გამოტოვებით არის მითითებული.
ამასთან, ლატარია შპს „გლობალ ოილის [13]“ მეწილე და სპს “ბერაია და კომპანია სპს“-ის თანადამაარსებელი და დირექტორია. შპს გლობალ ოილის დირექტორმა გელა ხუნწარიამ ქართულ ოცნებას 2020-2021 წლებში 30,000 და 15,000 ლარი შესწირა [14].
საქართველოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონის თანახმად, შოთა სირაძე, როგორც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, ვალდებულია ეს ინფორმაცია სრულად ასახოს მისი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მიმართავს ანტიკორუფციულ ბიუროს შეისწავლოს შოთა სირაძის დეკლარაციაში გამოვლენილი დარღვევა და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.
Links
[1] https://declaration.acb.gov.ge/Home/DownloadPdf/152968
[2] https://police.ge/ge/ministry/structure-and-offices/sapatrulo-politsiis-departamenti?sub=373
[3] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFNYb68YfdP3d12ImV1F4XH4wK1pkKuoq%5DZVgCnCCf6ZB
[4] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFHCtb4sAtpce5yauNCQWWOatbOWdZWG93mbBhEGK%5B4%5B%5B
[5] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFOtcYvlVdTLm5i8uWSLrbagkfancDkh4dX73mq%5D%5DBfyk
[6] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFIlEPKf3WkBr3cbGniH3MTnSJuAjH3Z6rFjFYFjjMGqY
[7] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFLU5JyqKrsJqoeFH2fK%5BiOLBQwtjhE6tdrpiZTPXdsMp
[8] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFEWus%5Dt93qcIIL0HN1pqGCUQIZzEZjEA1aVj9689O0df
[9] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFFzik1Ez8p6SGSYW6cQuF1H2Ku50%5BK9eDR4rHrFCRPRJ
[10] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFIVX3sMC0mRQsv5rOa1%5DdtB0PhmLFikXJErQQo6dgEZM
[11] https://declaration.acb.gov.ge/Home/DownloadPdf/145699
[12] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFLvIuGHIug8rpjxdp8h8VgcbXSFZfGffPEYRMrS%5Dmoxb
[13] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFEYenpCvUDkFpk%5D0xwuVt2Km03dnXad%5DiJ6YwQap%5DM%5Bk
[14] https://transparency.ge/politicaldonations/ge/donations/10060
[15] https://transparency.ge/sites/default/files/shota_siradze_ge.jpeg
[16] https://transparency.ge/ge/category/tags/koruptsia