
პარლამენტმა 17 სექტემბერს ამნისტიის შესახებ [1] კანონი მიიღო.

ამნისტია 6000 -მდე მსჯავრდებულსა და 7000-მდე პრობაციონერს შეეხება.
ამნისტიის შედეგად, დაახლოებით 1000 მსჯავრდადებული დაუყოვნებლივ გათავისუფლდება, ხოლო 4 800-მდე ადამიანს სასჯელი სხვადასხვა ვადით შეუმცირდება (1/2-ით, 1/4-ით და 1/6-ით). ვადა არანაკლებ ერთი წლით შეუმცირდება 7000-მდე პრობაციონერს.
“ამნისტიის კანონი” სისხლის სამართლის კოდექსის 300-მდე მუხლს მოიცავს და ვრცელდება როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლებაზე, ასევე პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე.
ამნისტია გავრცელდება იმ პირებზე, რომლებმაც დანაშაული 2024 წლის 1 ივლისამდე ჩაიდინეს.
ცალკეული მუხლების შემთხვევაში ამნისტიის გავრცელებისათვის დაზარალებულის თანხმობაა აუცილებელი, თუმცა თუ პირი ვერ მოიპოვებს ამნისტიაზე დაზარალებულის თანხმობას, მასზე მაინც გავრცელდება სასჯელის შემცირება უფრო ნაკლები ოდენობით.
ცალკეულ შემთხვევებში ამნისტიის გავრცელების პირობას წარმოადგენს განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლობის არქონა. ნარკოტიკულ დანაშაულებზე მიუხედავად ნასამართლობისა[1] მაინც ვრცელდება ამნისტია. ნარკოტიკული დანაშაულის ჩამდენ პირებს, სასჯელისაგან სრულად გათავისუფლებასთან ერთად აღუდგებათ „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონის საფუძველზე ჩამორთმეული ზოგიერთი უფლება.[1]
უმეტეს შემთხვევაში ორი მესამედით შეუმცირდება დანიშნული სასჯელი არასრულწლოვანს ან განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის არმქონე ქალს.
კანონით გათვალისწინებულია დანაშაულთა ამომწურავი ჩამონათვალი, რომელზეც არ გავრცელდება ამნისტიის არცერთი მუხლის მოქმედება.
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდება პირი, რომელმაც ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული: |
|
დაზარალებულის თანხმობის[2] შემთხვევაში ამნისტია შეეხება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შემდეგი დანაშაულის ჩამდენ პირებს:
|
|
გაუნახევრდება სასჯელი განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის არმქონე პირს[3], რომელმაც ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალსწინებული შემდეგი დანაშაულები: |
|
დაზარალებულის თანხმობის შემთხვევაში[4] ნასამართლეობის არ მქონე პირს გაუნახევრდება სასჯელი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შემდეგი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში:
|
|
დაზარალებულის თანხმობისას, ოჯახური დანაშაულის შემთხვევაში, გაუნახევრდება დანიშნული სასჯელი განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შემდეგი დანაშაულები: |
|
ერთი მეოთხედით უმცირდება დანიშნული სასჯელი განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალსიწნებული შემდეგი დანაშაულები: |
|
დაზარალებულის თანხმობით, ერთი მეოთხედით შეუმცირდება დანიშნული სასჯელი განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შემდეგი დანაშაულები: |
|
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, პირობითი მსჯავრისგან, სასჯელისგან, მათ შორის, აღუსრულებელი ჯარიმისგან თავისუფლდება ის პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალსიწნებული შემდეგი დანაშაულები: |
|
ვის არ შეეხება ამნისტია |
|
[1] ისულისხმება ნარკოტიკულ დანაშაულებზე ნასამართლობა გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის, ძლიერმოქმედი ნივთიერების, მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო გასაღებისა.
[2] თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.
[3] ნასამართლობის არმქონედ ჩაითვლება, თუ იგი ნასამართლევი იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით (ნარკოტიკული დანაშაული) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, გარდა იმავე თავით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის, ძლიერმოქმედი ნივთიერების, მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო გასაღებისა.
[4] თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.
Links
[1] https://info.parliament.ge/#law-drafting/28908
[2] https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/16426?publication=262#!
[3] https://transparency.ge/sites/default/files/amnesty_2.png
[4] https://transparency.ge/ge/category/tags/parlamenti
[5] https://transparency.ge/ge/tags/%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90