ჯაბა სელენიძე “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” 2024 წლის მარტში შეუერთდა. მისი მოღვაწეობა სატრანსპორტო ინდუსტრიაში დაიწყო ლოჯისტიკის მიმართ გატაცებით და ოპერაციული სრულყოფილებისადმი ერთგულებით. წლების განმავლობაში მან დახვეწა თავისი უნარები სატრანსპორტო ფლოტების მართვაში, მარშრუტების ოპტიმიზაციასა და ლოჯისტიკის ზედამხედველობაში, რათა უზრუნველყო დროული და ეფექტური გადაადგილება.
მას ტრანსპორტის მენეჯმენტის კუთხით, აქვს თანამშრომლობის და მუშაობის გამოცდილება, როგორც არასამთავრობო, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ეს გამოცდილება მას აძლევს ოპერაციების ოპტიმიზაციის, უსაფრთხოებისა და ეფექტურობის კულტურის განვითარებისა და სტრატეგიული ინიციატივების წარმატებულად განხორციელების შესაძლებლობას.