ეს ფაქტი წარმოადგენს პერსონალური მონაცემების დაცვის კანონის უხეშ დარღვევას და კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ მმართველი პარტია იყენებს სახელმწიფოს რესურსებს ამომრჩეველთა პროფილირებისთვის და აგრძელებს 2022 წელს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა“ და „სამართლიანი არჩევნების” მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში [2] აღწერილი ამომრჩევლის მოსყიდვისა და უკანონო მობილიზების მასშტაბურ სქემას. მასალა მიუთითებს იმაზე, რომ ადგილი აქვს მნიშვენლოვანი სახელმწიფო ინსტიტუტების დანაშაულებრივ თანამშრომლობას ერთ, ცალკე აღებულ პარტიასთან, ამ უკანასკნელისთვის არჩევნებში სასურველი შედეგის უზრუნველსაყოფად. ასეთი ქმედება საფრთხეს უქმნის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას და შესაძლოა გამოყენებულ იქნას ამომრჩეველთა დაშინებისა და მანიპულირებისთვის. გარდა იმისა, რომ ამ ფაქტებით იკვეთება სხვადასხვა სახის კანონდაღვევის ნიშნები, როგორებიცაა პერსონალური მონაცემების უკანონო შეგროვება და გამოყენება და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ამ სისტემურდანაშაულებრივი სქემების მიზანი ამომრჩევლების ნებაზე ზეგავლენის მოხდება და არჩევნების შედეგების მასშტაბური გაყალბებაა.
Links
[1] https://batumelebi.netgazeti.ge/news/548144/?fbclid=IwY2xjawF7cS1leHRuA2FlbQIxMQABHfubE4lht7OtfQR5Fg6JdjY_bkCUvRs92zwfcVeezZtNftGThxCnbKoaOg_aem_OFjjL9isSgigAcu1udu17g
[2] https://www.transparency.ge/ge/post/saxelmcipo-resursebi-mmartveli-partiis-samsaxurshi-amomrchevlis-mosqidvisa-da-ukanono/?custom_searched_keyword=%E1%83%90%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%97%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98