
შპს „ვუდმასტერის [1]“ 18%-იანი წილის მფლობელმა გიორგი ჭელიძემ 2024 წლის 15 აგვისტოს, „რუსული კანონის“ მიღების შემდეგ, მმართველ პარტიას 40,000 ლარი შეწირა [2]. 2017-2020 წლებში, მას „ქართული ოცნებისთვის“ 180,000 ლარი აქვს შეწირული. შპს „ვუდმასტერს“ „აწარმოე საქართველოში“-დან 52,000 ლარის სახელმწიფო სუბსიდია აქვს მიღებული. 13,000 კვ მეტრი მიწის ნაკვეთი კი სახელმწიფოსგან პირდაპირი პრივატიზაციის გზით მიიღო.

გიორგი ჭელიძე ასევე ფლობს შპს „მეამას [3]“ 5%-იან წილს. აღნიშნულ კომპანიას სახელმწიფო შესყიდვებიდან 145,000 ლარი აქვს მიღებული, ხოლო „აწარმოე საქართველოში“-დან 691,000 ლარი. 22,000 კვ მეტრი მიწის ნაკვეთი კი სახელმწიფოსგან პირდაპირი პრივატიზაციის გზით მიიღო. „ქართული ოცნებისთვის“ 20,000 ლარი აქვს შეწირული „მეამას“ კიდევ ერთ თანამფლობელს - თამაზ ხარაიძეს.
Links
[1] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFPcbC6qX0WoKrhzkSxG%5DkyD9oZ9YGXYzH%5D8TJM1xyOR4
[2] https://monitoring.acb.gov.ge/ka/donations?af=&at=&from=&to=&l=0&n=&i=35001003142
[3] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFAfvS4rrSmMXBg42vdFuqS%5DsYbECzgB4I%5Dn%5D7yeSLh2G
[4] https://transparency.ge/sites/default/files/chelizde_geo.png