
დასავლურმა სამყარომ „ქართული ოცნების“ უკვე 230-ზე მეტი წარმომადგენელი დაასანქცირა, რომელთაგან 141-ის ვინაობა გასაჯაროვდა (იხილეთ სრული სია [1]), ხოლო დანარჩენებზე ანონიმური სავიზო / სამოგზაურო შეზღუდვებია დაწესებული.

გარდა ფიზიკური პირებისა, ფინანსური სანქციები [2] შეეხო „ქართული ოცნების“ ორ პროპაგანდისტულ ტელეარხ „იმედსა“ და „პოსტივის“. დიდმა ბრიტანეთმა ისინი უკრაინაში რუსეთის ომის შესახებ მცდარი ინფორმაციის განზრახ გავრცელების გამო დაასანქცირა.
დასანქცირებულ ფიზიკურ პირთა სიაში შედიან მთავრობის წევრები და მათი მოადგილეები, სამართალდამცავი და უსაფრთხოების სისტემის მაღალჩინოსნები, „ქართული ოცნების“ დეპუტატები და თანამოაზრეები, მოსამართლეები, პროკურორები და ცრუმოწმე პოლიციელები, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები, პარტიის მხარდამჭერი ბიზნესმენები, პროპაგანდისტები და ამ პირთა ოჯახის წევრები.
დემოკრატიული ქვეყნები ამ პირებს მშვიდობიანი მომიტინგეების სასტიკი დარბევის, დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის, ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების, საქართველოში რუსული ინტერესების გატარების, არჩევნების გაყალბების, კორუფციის, პროპაგანდის და ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლის გამო ასანქცირებენ.
ანონიმური სანქციები (სავიზო შეზღუდვა / ქვეყანაში შესვლის აკრძალვა)
2024 წლის გაზაფხულიდან რამდენიმე ქვეყანამ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ანონიმური სავიზო / სამოგზაურო შეზღუდვა დაუწესა, რაც 200-ზე მეტ პირს შეეხო:
შეერთებულმა შტატებმა – 110-ზე მეტ პირს დაუწესა ვიზაზე შეზღუდვები (იხილეთ სრული ქრონოლოგია ქვემოთ), მათ შორის: პარტია „ქართული ოცნების“ წევრებს, პარლამენტის წევრებს, მთავრობისა და მუნიციპალური ხელისუფლების მაღალჩინოსნებს, სამართალდამცავ და უსაფრთხოების ჩინოვნიკებს, კორუმპირებულ ბიზნეს ლიდერებს, პროპაგანდისტებს, ზოგიერთ კერძო მოქალაქეს და ყველა ამ პირის ოჯახის წევრებს.
ამ პირთა ზუსტი ვინაობა არ გასაჯაროებულა ვიზის კონფიდენციალურობის შესახებ კანონმდებლობის გამო. თუმცა, თითოეული ამ პირისთვის შეზღუდვა ასევე ვრცელდება მათ ოჯახის წევრებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ დასანქცირებული პირების რეალური რაოდენობა მთლიანობაში რამდენიმე ასეულია.
გერმანიამ – ქვეყანაში შესვლის [3] აკრძალვა დაუწესა [4] საქართველოს 13 მოქალაქეს [5], რომლებიც „პასუხისმგებელნი არიან მომიტინგეებისა და ოპოზიციის წევრების წინააღმდეგ ძალადობაზე“. ამ პირთა ვინაობა ოფიციალურად არ გასაჯაროებულა, თუმცა, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია [6] 9 პირის ვინაობის შესახებ.
ლატვიამ – ქვეყანაში შესვლის [7] აკრძალვა დაუწესა [8] საქართველოს 84 მოქალაქეს [9]. მათი ვინაობა არ გასაჯაროებულა.
პოლონეთმა – ქვეყანაში შესვლის აკრძალვა დაუწესა [10] საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების 8 წარმომადგენელს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობაში. მათი ვინაობა არ გასაჯაროებულა.
უვიზო რეჟიმის გაუქმება ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის
2026 წლის 6 მარტიდან ძალაში შევიდა ევროკომისიის გადაწყვეტილება [11]ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ.
სავარაუდოა, რომ ეს შეზღუდვა შეეხო სულ მცირე 1000 ქართველ თანამდებობის პირსა და მათი ოჯახის წევრს, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენ თანამდებობის პირს ეკუთვნის დიპლომატიური ან სამსახურებრივი პასპორტები (700-მდე) და რამდენ საჯარო დაწესებულებას აქვს გამოყოფილი კვოტები ასეთი პასპორტების გასაცემად საკუთარ თანამშრომლებზე (200-მდე); ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ პრემიერ-მინისტრს აქვს უფლება დიპლომატიური პასპორტები საგამონაკლისო წესით გასცეს ნებისმიერ პირზე.
სანქციების დაწესების ქრონოლოგია
ევროპარლამენტის რეზოლუცია
2025 წლის 13 თებერვალს ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი კრიტიკული რეზოლუცია [37], რომლითაც არ ცნობს ქართული ოცნების თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას, მოუწოდებს ქართულ ოცნებას შეწყვიტოს ძალადობრივი რეპრესიები და დანიშნოს ახალი არჩევნები. რეზოლუცია მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს გაუყინოს აქტივები და პერსონალურად დაასაქნციროს ბიძინა ივანიშვილი, მისი ოჯახი, ქართული ოცნების მაღალჩინოსნები, ბიზნეს და სახელმწიფო სტრუქტურების გარემოცვა და პროპაგანდისტები.
მთლიანობაში, ევროპარლამენტის რეზოლუცია 31 ადამიანის დასანქცირებას ითხოვს:
ევროკომისიის სია
2025 წლის 15 ივლისს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა, ჟურნალისტებს დაუდასტურა [38], რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს ჰქონდათ სანქციებისთვის მზად 15 საქართველოს მოქალაქის სია, რომელშიც ორი მოსამართლე შედიოდა. თუმცა, ევროსაბჭოში კონსენსუსის არარსებობის გამო, სანქციების დაწესების შესახებ გადაწყვეტილების მიღება გადაიდო.
Links
[1] https://docs.google.com/spreadsheets/d/1TH15CKC0P5SoUX6gYmxE2977evsKixHLHmSr7BeWfnA/edit?usp=sharing
[2] https://transparency.ge/ge/blog/ra-problemebs-sheukmnis-britanuli-sankcia-rusuli-propagandis-gamavrcelebel-imeds-da-postivis
[3] https://x.com/GermanyDiplo/status/1874143003037650948
[4] https://x.com/GermanyDiplo/status/1904227992856850624
[5] https://bm.ge/news/germanias-jamshi-13-piri-hyavs-sanqtsirebuli-elchi
[6] https://formulanews.ge/News/122878
[7] https://www.mfa.gov.lv/en/article/additional-13-citizens-georgia-included-list-personae-non-gratae
[8] https://x.com/Braze_Baiba/status/1896516644924699135
[9] https://x.com/Braze_Baiba/status/1944837328448503964
[10] https://x.com/PolandMFA/status/1912873727194243478
[11] https://ec.europa.eu/commission/presscorner/detail/en/ip_26_564
[12] https://assets.publishing.service.gov.uk/media/699c9dd4882eb23165f1277f/Sanctions_Notice__Russia__24_February_2026.pdf?fbclid=IwY2xjawQKQrRleHRuA2FlbQIxMQBzcnRjBmFwcF9pZAwzNTA2ODU1MzE3MjgAAR5k7M0gQr8OlAK5SxyY3OK4qmCAFpy3sZcFEOx3G6eg1tpFFBelT5wKq3k1DQ_aem_ziMogoN_rMyyXLqLgh2sdg
[13] https://www.seznamzpravy.cz/clanek/domaci-zivot-v-cesku-na-sankcni-seznam-pribylo-pet-gruzincu-kvuli-brutalnim-zasahum-pri-protestech-287388
[14] https://www.gov.uk/government/news/uk-sanctions-georgia-linked-supporters-of-putins-illegal-war-in-ukraine
[15] https://www.migracija.lt/en/app/nam
[16] https://www.vm.ee/en/news/foreign-minister-tsahkna-we-sanctioned-19-more-georgian-officials
[17] https://content.govdelivery.com/accounts/UKORGESO/bulletins/3db26a1
[18] https://assets.publishing.service.gov.uk/media/67ecfd7fe9c76fa33048c619/Notice_Global_Anti_Corruption_020425.pdf
[19] https://vm.ee/en/news/tsahkna-we-imposed-entry-ban-55-additional-georgian-individuals
[20] https://x.com/BudrysKestutis/status/1896522731539345586
[21] https://www.novinky.cz/clanek/domaci-tri-gruzinci-na-cesky-sankcni-seznam-40506818
[22] https://ge.usembassy.gov/sanctioning-georgian-dream-founder-bidzina-ivanishvili/
[23] https://www.gov.uk/government/news/uk-sanctions-georgian-officials-responsible-for-brutal-crackdown-on-media-and-protestors
[24] https://home.treasury.gov/news/press-releases/jy2759
[25] https://2021-2025.state.gov/sanctioning-georgian-ministry-of-internal-affairs-officials-involved-in-serious-human-rights-abuses-against-protesters/
[26] https://vm.ee/en/news/estonia-adds-another-14-georgian-officials-and-judges-list-sanctions
[27] https://x.com/BudrysKestutis/status/1868248522522321048
[28] https://ge.usembassy.gov/pursuing-visa-restrictions-for-individuals-involved-in-undermining-democracy-in-georgia/#:~:text=The%20Department%20of%20State%20is,in%2C%20undermining%20democracy%20in%20Georgia.
[29] https://civil.ge/archives/641724
[30] https://civil.ge/archives/640599
[31] https://ge.usembassy.gov/promoting-accountability-for-serious-human-rights-abuse-and-anti-democratic-actions-in-georgia/#:~:text=U.S.%20Embassy%20in%20Georgia,-Language&text=The%20Department%20of%20State%20is,in%2C%20undermining%20democracy%20in%20Georgia
[32] https://home.treasury.gov/news/press-releases/jy2580
[33] https://www.rferl.org/a/foreign-agent-miller-sanctions-blinken/32982873.html
[34] https://2021-2025.state.gov/imposing-further-sanctions-in-response-to-russias-illegal-war-against-ukraine/
[35] https://ge.usembassy.gov/public-designations-of-four-individuals-associated-with-the-georgian-judiciary-due-to-involvement-in-significant-corruption/
[36] https://oc-media.org/ukraine-sanctions-ivanishvilis-relatives-and-business-partners/
[37] https://www.europarl.europa.eu/doceo/document/TA-10-2025-0019_EN.html
[38] https://civil.ge/ka/archives/692821
[39] https://transparency.ge/sites/default/files/sanctioned_list_03.2026_geo.pdf
[40] https://transparency.ge/ge/category/tags/koruptsia