ნოემბერ-დეკემბრის თვეში პოლიცია აკავებდა და ფიზიკურად უსწორდებოდა საპროტესტო აქციების მონაწილე არამხოლოდ მამაკაცებს, არამედ, ქალებსაც. 28 ნოემბრის შემდგომ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ცხელ ხაზზე 10 ქალის დაკავების თაობაზე შემოვიდა შეტყობინება. თუმცა, სამწუხაროდ, აქციების მიმდინაროებისას დაკავებული ან დაზარალებული ქალების ზუსტი რაოდენობა ჩვენთვის ოფიციალური ინფორმაციის არარსებობის გამო, უცნობია.
შემაძრწუნებელია ის გარემოება, რომ აქციაზე დაკავებულმა რამდენიმე ქალმა საჯაროდ ისაუბრა მათ მიმართ დაკავების დროს და მის შემდგომ პერიოდში პოლიციის მხრიდან ფიზიკურ ძალადობის, არაადამიანური, ღირსების შემლახავი მოპყრობის, სექსუალური შევიწროების და გაუპატიურების მუქარის ფაქტების თაობაზე.
დაუშვებელია სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან ისეთი ქმედებების განხორციელება ან ისეთი ქმედებების შესრულების მოთხოვნა, რომელიც დამამცირებელია, ლახავს თქვენ ღირსებას, მიმართულია თქვენი სექსუალური თუ სხვა ნიშნით შევიწროვებისკენ. წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა აკრძალულია საქართველოს კონსტიტუციით და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით და ისჯება სისხლის სამართლის წესით.
თუ თქვენს მიმართ ადგილი ჰქონდა რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილ ფაქტს, გთხოვთ, აცნობეთ თქვენს ადვოკატს, რომელიც მიმართავს შესაბამის უწყებებს. ადვოკატის არყოლის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს. ჩვენ კონფიდენციალურობის სრული დაცვით დაგეხმარებით წარმოვადგინოთ თქვენი ინტერესები როგორც ადგილობრივ, ასევე, საერთაშორისო სამართლებრივ მექანიზმებში, ასევე, დაგეხმარებით მიიღოთ ყველა საჭირო სარეაბილიტაციო სერვისი.
მივმართავთ ქალებს, თუ თქვენ დაგაკავეს და გადაგიყვანეს დროებითი მოთავსების იზოლატორში, უნდა იცოდეთ, რომ:
დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანისას ქალები:
დროებით მოთავსების იზოლატორში მოთავსებულ ნებისმიერ პირს უფლება გაქვთ, მოითხოვოთ:
ზარის განხორციელება უნდა უზრუნველყოს იზოლატორის ადმინისტრაციამ.