პრეამბულა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიზანია სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობის ხელშეწყობა და გაძლიერება, კანონის უზენაესობისა და კარგი მმართველობის განვითარება, სახელმწიფო ორგანოების გამჭვირვალობისა და საზოგადოების წინაშე მათი პასუხისმგებლობის უზრუნველყოფა, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარების ხელშეწყობა (ამ მიზნით არჩევნებზე დაკვირვების განხორციელება), ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა. ჩვენ ვმუშაობთ საერთაშორისო ნორმებთან და საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში და ვალდებულებად ვიღებთ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ქცევის კოდექსში გაწერილი პრინციპებისა და დებულებების დაცვას.
თავი I
ძირითადი პრინციპები
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ძირითადი პრინციპებია: გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება, პატიოსნება, სოლიდარობა, გამბედაობა, სამართლიანობა და დემოკრატიულობა.
გამჭვირვალობა
ინფორმაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მისიის, მისი წევრების, საქმიანობებისა და ფინანსების შესახებ არის ღია, ხოლო ორგანიზაციის მუშაობა გამჭვირვალე. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო არ მოქმედებს ანონიმურად.
ანგარიშვალდებულება
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო მისდევს რა ანგარიშვალდებულებისა და პასუხისმგებლობის აღიარებულ პრინციპებს, სრულად აცნობიერებს ანგარიშვალდებულებისა და პასუხისმგებლობის მნიშვნელობას გადაწყვეტილებების მიღებისა და ზოგადად მუშაობის პროცესში. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო ადგენს და აქვეყნებს საკუთარი საქმიანობის
შემაჯამებელ ყოველწლიურ ანგარიშებს და როდესაც დაფინანსება იძლება ამის საშუალებას, რეგულარულად აწარმოებს ფინანსულ აუდიტს.
პატიოსნება
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს საქმიანობა ეფუძნება პატიოსნების პრინციპს. მისი წევრები და წარმომადგენლები ასრულებენ ვალდებულებებს კეთილსინდისიერად, ბეჯითად და ეფექტიანად.
სოლიდარობა
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო პატივს სცემს განსხვავებულ აზრს, ასევე აღიებს ორგანიზაციათა განსხვავებულობასა და მათი მიზნების მრავალფეროვნებას, ის მუდამ მზადაა მოუსმინოს მათ და გაიზიაროს ახალი იდეები და კონცეპტები იმენად რამდენადაც ეს იდეები და კონცეპტები არის რაციონალური და თანხვდება საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მისიასა და პრინციპებს.
გამბედაობა
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო იჩენს სამოქალაქო შეუდრეკელობას უკანონობის, სოციალური უთანასწორობისა და უსამართლობის წინააღმდებ და იბრძვის დემოკრატიული ღირებულებებისა და კონსტიტუციური უფლებების დასაცავად. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო ებრძვის მექრთამეობასა და კორუფციას, თუმცა ის არ იკვლევს კორუფციის ერთეულ შემთხვევებს.
სამართლიანობა
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო მუშაობს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად. მისი ქმედებები მიმართულია სამართლიანობის უზრუნველყოფისაკენ. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო მოქმედებს დამოუკიდებლად და ის თავისუფალია პოლიტიკური წრეების, ბიზნესის წამომადგენლებისა და სხვა ინტერესთა ჯგუფების ზეგავლენისაგან.
დემოკრატია
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო თვლის, რომ მოქალაქეთა მონაწილეობა და აქტიური თანამშრომლობა არის სამოქალაქო საზობადოების აშენებისათვის აუცილებელი წინაპირობა.
თავი II
შიდა ურთიერთობები
დემოკრატიული მმართველობა
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო არის ორმხრივ შეთანხმებაზე დაფუძნებული ნებაყოფილობითი გაერთიანება საზოგადოების წევრებისა. ის ემყარება დემოკრატიულ შიდა მმართველობას, მმართველი ორგანოების ანგარიშვალდებულებას და სათანადოდ რეაგირებს მათ უკანონო ქმედებებზე თუ უმოქმედობაზე. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს აქვს მკაფიოდ განსაზღვრული მისიები. ის იმართებასაქართველოს კანონმდებლობის, საკუთარი ქარტიისა და შიდა რეგულაციების შესაბამისად.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” უმაღლესი მმართველი ორგანო არის გამგეობა. იგი განსაზღვრავს საზოგადოების ზოგად სტრატეგიასა და საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, აგრეთვე ზედამხედველობას უწევს აღმასრულებელი დირექტორის მუშაობას. გამგეობა ასევე ახორციელებს ორგანიზაციის წესდებით მინიჭებულ უფლებამოსილებებს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" გამგეობა გადაწყვეტილების მიღებისას თავისუფალია ყოველგვარი გარეშე გავლენისაგან. ორგანიზაციის გამგეობა იკრიბება სულ მცირე წელიწადში ორჯერ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ყოველდღიურ საქმიანობას ხელმძღვანელობს აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც უფლებამოსილია ერთპიროვნულად მართოს და წარმოადგინოს ორგანიზაცია.
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო და მისი წევრები ცდილობენ, რომ თავიდან აიცილონ ინტერესთა კონფლიქტი. იმ შემთხვევაში თუკი კონფლიქტი წარმოიშობა წევრთა პირად ინტერესებსა და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ინტერესებს შორის, ნებისმიერმა წევრმა უნდა განაცხადოს ამის შესახებ და კონფლიქტი უნდა გადაწყდეს გამჭვირვალედ, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ინტერესების სასარგებლოდ და მის პრინციპებთან შესაბამისად.
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს ფინანსების გამოყენება ხდება კეთილგონივრულად და ბიუჯეტის დამტკიცებული პროექტების შესაბამისად. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო ყოველწლიურად აქვეყნებს ფინანსურ ანგარიშს, რომელშიც მოცემულია: ა) ორგანიზაციის წლიური შემოსავლების მთლიანი ოდენობა და ბ) დეტალური აღწერა წლიური დანახარჯებისა მათ შორის პროგრამული და ადმინისტრაციული ხარჯები. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო უარს ამბობს იმ ტიპის დაფინანსების მიღებაზე, რომელმიც შეიძლება მისი დამოუკიდებლობა შეზღუდოს.
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო აკონტროლებს თავის საქმიანობას საკუთარი ბორდის, გენერალური ასამბლეის წევრებისა და მოწვეული აუდიტის ექსპერტების მეშვეობით. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს საქმიანობა ეფუძნება მაქსიმალური გამჭვირვალობისა პრინციპებსა და მექანიზმებს
შეფასება
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო აფასებს ორგანიზაციის ქარტიის მიზნებთან თავისი საქმიანობის შესაბამისობას.
თავი III
საგარეო ურთიერთობები
ზოგადი პრინციპები
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო ღიაა სამოქალაქო და აგრეთვე სხვა ინსტიტუტებთან თანამშრომლობისათვის, თუკი აღნიშნული თანამშრომლობა მიმართულია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს პრინციპებისა და მიზნების აღსრულებისაკენ.
ურთიერთობა საზოგადოებასთან
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო გამოხატავს და წარმოაჩენს საზოგადოების სხვადასხვა ნაწილისა და ინტერესთა ჯგუფების წუხილებსა და საჭიროებებს. საერთაშორისო გაჭვირვალობა საქართველო წაახალისებს მოქალაქეთა მონაწილეობას სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში ისეთი საქმიანობებით, როგორებიცაა სამოქალაქო განათლების ხელშეწყობა, პარტისიპატორული დემოკრატია, ინტერესთა დაცვა და ა.შ.
ურთიერთობა მთავრობასთან (უწყებებთან)
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო თანამშრომლობს სამთავრობო უწყებებთან ა) ერთობლივი პროექტების იმპლემენტაციით ბ) სხვადასხვა პოლიტიკის განვითარებაში მონაწილეობით გ) სახელმწიფო პროგრამების იმპლემენტაციაში წვლილის შეტანით დ) მოქალაქეთა ინფორმირებით მთავრობის მიერ წამოწყებული პოლიტიკებისა და ინიციატივების შესახებ, თუკი ეს თანამშრომლობა არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიზნებსა და პრინციპებს. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო სთავაზობს მთავრობას პრობლემის გადაჭრის ალტერნატიულ გზებს და მონაწილეობს დემოკრატიისა და სლიბერალიზმის პრინციპებზე დაფუძნებული რეფორმების ინპლემენტაციაში. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო ეყრდნობა საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისოდ აღიარებული ნორმებით გათვალისწინებულ უფლებებს რათა ხელი შეუწყოს გამჭვირვალობას სამთავრობო უწყებებში. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო აწარმოებს მთვრობის საქმიანობის მონიტორინგს და ხმას იმაღლებს კანონისა და დემოკრატიული პრინციპების დარღვევის ფაქტების წინააღმდეგ.
ურთიერთობა პოლიტიკურ პარტიებთან და მოძრაობებთან
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო თანამშრომლობს პოლიტიკურ პარტიებთან და მოძრაობებთან დემოკრატიული პრინციპებისა და ადამიანის უფლებების დარღვევების წინააღდეგ ბრძოლაში, თუკი ეს თანამშრომლობა არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს პრინციპებსა და მიზნებს. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს თითოეულ წევრს აქვს უფლება ქონდეს საკუთარი პოლიტიკური სიმპათიები, თუმცა, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო საჯაროდ არ გამოხატავს საკუთარ პოლიტიკურ არჩევანს.
ურთიერთობა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო ხელს უწყობს თანამშრომლობის ატმოსფეროს ჩამოყალიბებასა და ერთობლივ საქმიანობას სამოქალაქო სექტორის შიგნით; ამას ორგანიზაცია მიიჩნევს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მათ ბენეფიციარებს შორის ურთიერთობების სახელმძღვანელო პრინციპად. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო ახდენს ინფორმაციის, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკების გაცვლას სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან და ამით მხარს უჭერს საერთო მიზნების განხორციელებას. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო ემხრობა კონკურენციას სამოქალაქო სექტორში რათა დაჩქარდეს ამ უკანასკნელის მომავალი განვითარება.
ურთიერთობა დონორებთან
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ურთიერთობები საკუთარ დონორებთან ემყარება ანგარიშვალდებულების, გამჭვირვალობისა და თანამშრომლობის პრინციპებს. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო პოტენციურ დონორებთან არ შედის ფინანსურ ურთიერთობებში, თუკი მათი მოთხოვნები და ზოგადად საქმიანობები ეწინააღმდეგება საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს პრინციპებსა და მიზნებს.
თავი IV
ეთიკის კოდექსის აღსრულებისა და პასუხისმგებლობის მექანიზმები
ეთიკის კოდექსის შესავალი
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს ქცევის კოდექსის ასლზე ხელი მიუწვდება ორგანიზაციის ყველა წევრს, თანამშრომელსა და წარმომადგენელს. კოდექსი ატვირთულია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ვებგვერდზე.
მონიტორინგის მექანიზმები
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს ასამბლეისა და ბორდის წევრები ზედამხედველობას უწევენ ორგანიზაციის ქცევის კოდექსის იმპლემენტაციასა და მის შესრულებას. თუკი რომელიმე წევრს აქვს სავარაუდო, ან დადასტურებული ინფორმაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ქცევის კოდექსის დარღვევის ფაქტებზე, მას, ისევე როგორც ნებისმიერ თანამშრომელსა თუ ორგანიზაციის ნებისმიერ წამომადგენელს უფლება აქვს წამოჭრას საკითხი ბორდისა და გენერალური ასამბლეის წინაშე და სათანადო ინფორმაციის წარმოდგენის შემთხვევაში მოითხოვოს მისი განხილვა ბორდის/გენერალური ასამბლეის სხდომაზე. აპლიკაცია უნდა მომზადდეს წერილობითი ფორმით. ბორდი/გენერალური ასამბლეა განიხილავს ქცევის კოდექსის დარღვევის ფაქტს თავოს უახლოეს სხდომაზე და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. ქცევის კოდექსზე დავის წარმოშობის შემთხვევაში, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს წევრები უნდა იქცევიან აღნიშნულ კოდექსში დეკლარირებული პრინციპების თანახმად და თავისუფალნი არიან საკუთარი აზრის გამოხატვაში.
ეთიკური კოდექსის მოქმედება
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს ქცევის კოდექსი ატარებს სავალდებულო ხასიათს მისი ყველა თანამშრომლისთვის და გამგეობის წევრისთვის, ასევე ორგანიზაციის წარმომადგენლისათვის.