
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აცხადებს კონკურსს საუკეთესო სტატიისთვის საპროცესო შეთანხმების თემაზე. კონკურსისთვის მისაღებია როგორც გამოქვეყნებული, ისე გამოუქვეყნებელი სტატიები.
გამარჯვებული დაჯილდოვდება პრიზით $600 ოდენობით.
შემოტანილი სტატიები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:
უპირატესობა მიენიჭება სტატიებს, რომლებიც ორიგინალურ წვლილს შეიტანენ საპროცესო შეთანხმების თაობაზე მიმდინარე საზოგადოებრივ დისკუსიაში.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ საკონკურსო სტატიები შემდეგ ელ-მისამართზე: alekos@transparency.ge [1] არაუგვიანეს 21 მაისისა.
კონკურსის შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 8 ივნისისა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ვებ–გვერდზე.