
„კორუფციის აღქმის ინდექსთან“ ერთად „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ გლობალური კვლევების პორტფელი მოიცავს: „გლობალური კორუფციის ბარომეტრს“ (GCB): წარმომადგენლობითი კვლევა, რომელიც აერთიანებს 70,000–ზე მეტი ოჯახის გამოკითხვას 65–ზე მეტ ქვეყანაში. ეს კვლევა სწავლობს ხალხის აღქმას და გამოცდილებას კორუფციასთან მიმართებაში. უახლესი „გლობალური კორუფციის ბარომეტრი“ შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://www.transparency.org/policy_research/surveys_indices/gcb [8].
„ქრთამის გადამხდელთა ინდექსი“: მოწინავე ექსპორტიორი ქვეყნების რანგირება იმ ალბათობის მიხედვით, რომ მათი კომპანიები საზღვარგარეთ იხდიან ქრთამს. კვლევა დაფუძნებულია კომპანიების აღმასრულებლების გამოკითხვაზე. უახლესი „ქრთამის გადამხდელთა ინდექსი“ შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://www.transparency.org/policy_research/surveys_indices/bpi [9].
„გლობალური კორუფციის ანგარიში“ (GCR): თემატური ანგარიში, რომელიც იკვლევს კორუფციას ხელისუფლების განსაზღვრულ სექტორში. ანგარიშში ნაჩვენებია როგორც ექსპერტული კვლევა და ანალიზი, ასევე მოყვანილია მაგალითები პრაქტიკიდან. უახლესი „გლობალური კორუფციის ანგარიში“ გამოქვეყნდა 2009 წლის 23 სექტემბერს და შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://www.transparency.org/publications/gcr [10].
„ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის ანგარიში“ (NIS): ქვეყნების შიგნით მიმდინარე კვლევა, რომელიც შეისწავლის და აფასებს ძირითადი ინსტიტუტების (აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო, ანტიკორუფციული სააგენტოები და სხვა) სისუსტეებს და ძლიერ მხარეებს, რაც ქვეყანაში კარგი მმართველობის წინაპირობაა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მუშაობს ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის ანგარიშზე. მის გამოქვეყნება ორგანიზაცია 2011 წლის პირველ ნახევარში იგეგმება.
ამ ანგარიშების სრული სიის ნახვა და დამატებითი ინფორმაციის მიღება ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის შესახებ შეგიძლიათ აქ: http://www.transparency.org/policy_research/nis [11].
Links
[1] http://www.adb.org/Documents/Report s/Country -Performance-Assessment - Exercise/default.asp
[2] http://www.afdb.org/pls/portal/url/ITEM/500 8432D529957FAE040C00A0C3D3A86
[3] http://www.bertelsmann-transformation-index.de/en/bti/
[4] http://go.worldbank.org/S2THWI1X60
[5] http://www.freedomhouse.hu/index.php ?opt ion=com_content&task=view&id=196
[6] http://www.weforum.org/documents/GCR09/index.html
[7] http://gcr.weforum.org/gcr2010/
[8] http://www.transparency.org/policy_research/surveys_indices/gcb
[9] http://www.transparency.org/policy_research/surveys_indices/bpi
[10] http://www.transparency.org/publications/gcr
[11] http://www.transparency.org/policy_research/nis