
კამპანიის „ეს შენ გეხება“ მონაწილეები დადებითად ვაფასებთ არასამთავრობო ორგანიზაციების და საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს შორის გარკვეულსაკითხებზე მიღწეული შეთანხმების ფაქტს და პარლამენტის მზაობას გაითვალისწინოს სამოქალაქო სექტორის წინადადებები საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწასთან დაკავშირებით. მიღწეული შეთანხმების თანახმად:
იმედს გამოვთქვამთ, რომ მიღწეული შეთანხმება სრულად იქნება ასახული პარლამენტის მიერ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებში და გაგრძელდება თანამშრომლობა სამოქალაქო საზოგადოებასთან საარჩევნო გარემოს გაუმჯებესებისთვის და კანონმდებლობის დასახვეწად.
არანაკლებ მნიშვნელოვანია კანონის სათანადო აღსრულება, კონტროლის პალატის მოქმედება მკაცრად რეგულირებულ ჩარჩოებში, რათა გამოირიცხოს კანონდარღვევისა და უფლებამოსილების გადამეტების შესაძლებლობა.
„ეს შენ გეხება“-ს მონაწილეები აღნიშნულ შეთანხმებას განიხილავენ როგორც არასამთავრობო სექტორის, მედიის და მოქალაქეთა ერთიანი ძალისხმევისა და საერთაშორისო მხარდაჭერის შედეგს.
მიგვაჩნია, რომ ეს არის პირველი წარმატებული ნაბიჯი, რომელსაც უნდა მოჰყვეს სამოქალაქო საზოგადოების უფრო მეტი აქტიურობა თავისუფალი და სამართლიანი გარემოს შექმნისთვის.