
ერთი საათის წინ ტელეკომპანია მე-9 არხმა გაავრცელა [1] გლდანის მე-8 საპყრობილეში პატიმართა წამების ახალი, უმძიმესი კადრები.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ გმობს და უკიდურეს აღშფოთებას გამოთქვამს ამ შოკისმომგვრელი ფაქტების მიმართ და მოითხოვს დაუყოვნებლივ და ადეკვატურ რეაგირებას ხელისუფლების მხრიდან.