

დაუყონებლივ გასავრცელებლად
დღევანდელი კონფერენცია ანტიკორუფციული კვირეულის დასკვნითი ღონისძიებაა. “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” და “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ისაუბრებენ იმ ხარვეზებზე, რაც საქართველოს ანტიკორუფციულ სისტემაში არსებობს. ასევე, წარმოადგენენ იმ რეკომენდაციებს, რაც ორგანიზაციების შეხედულებით სათანადო უწყებებმა არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად უნდა გაითვალისწინონ.
საქართველომ 2004 წლის შემდგომ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია კორუფციის სხვადასხვა ფორმასთან ბრძოლის მხრივ. წვრილმანი კორუფცია ფაქტობრივად გაუჩინარდა საქართველოს მოქალაქეების ყოველდღიური ცხოვრებიდან. მომსახურებამ, რომელსაც მოქალაქეებს იუსტიციის სახლები უწევენ, ასევე საჯარო მოხელეთა ქონებრივი დეკლარაციების შესახებ მონაცემთა ბაზის შექმნამ, სახელმწიფო შესყიდვების ინოვაციური ელექტრონული სისტემისა და ელექტრონული მმართველობის მექანიზმების შემოღებამ გაზარდა მთავრობის საქმიანობის გამჭვირვალობა მთელ რიგ სფეროებში. მიუხედავად ამისა, ქვეყანაში კვლავაც არსებობს რისკები მაღალი თანამდებობის პირების მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებით. გასული წლების განმავლობაში მრავალი მაგალითი იყო, სადაც სავარაუდოდ ელიტური კორუფციის შემთხვევას ჰქონდა ადგილი (პრივატიზაცია, ლიცენზიების გაცემა და სხვა).
საქართველოში ეფექტური ანტიკორუფციული სისტემის შესაქმნელად მნიშვნელოვანია :
9 დეკემბერი კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” მთელი კვირის განმავლობაში ანტიკორუფციული კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებებს მართავდა. კვირეული დაფინანსდა შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა დათანამშრომლობის სააგენტოს (Sida) ფინანსური მხარდაჭერით.










Links
[1] https://transparency.ge/sites/default/files/post_attachments/sidalogo.jpg
[2] https://transparency.ge/sites/default/files/post_attachments/transparencylogogeo_0.jpg
[3] https://transparency.ge/sites/default/files/post_attachments/%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%96%E1%83%98%20%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%97%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1.pdf
[4] https://transparency.ge/sites/default/files/post_attachments/TI%20Presentation%20Anti-Corruption%20Reforms.pptx