
როგორც ცნობილია, პროკურატურა „ბანკი ქართუს“ საქმით და იმ საკანონმდებლო ცვლილებებით დაინტერესდა, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობაში 2011 წლის ბოლოს განხორციელდა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა − საქართველომ“ ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ კიდევ შარშან რამდენიმე ანალიზი გამოაქვეყნა:
გასული წლის ბოლოს საფინანსო რეგულირების კანონმდებლობაში ასევე შეტანილ იქნა რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება, რომლებითაც საგრძნობლად გაიზარდა სახელმწიფო კონტროლი საფინანსო სექტორზე და ეროვნული ბანკისა და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფლებამოსილებები. „საერთაშორისო გამჭვირვალობა − საქართველომ“ გამოაქვეყნა ამ რეგულაციების ანალიზიც:
საფინანსო სექტორის ზედამხედველობა მკაცრდება: http://goo.gl/1vc8V [5]
ამასთანავე, გამოქვეყნდა იმ საბანკო რეგულაციის ანალიზი, რომლითაც კომერციულ ბანკებს უცხო ქვეყნის მოქალაქე პოლიტიკურად აქტიური პირების გამოვლენის ვალდებულება დაეკისრათ:
რა იგულისხმება პოლიტიკურად აქტიური პირების დადგენაში: http://goo.gl/HfgnR [6]