

28ივნისი, 2013, ქუთაისი – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ საქართველოს პარლამენტში წარმოადგინა საპარლამენტო მონიტორინგის ახალი ვებგვერდი ChemiParlamenti.ge. ვებგვერდი „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ საპარლამენტო პროგრამის ფარგლებში შეიქმნა და მიზნად ისახავს მოქალაქეების ინფორმირებულობის ამაღლებას იმის შესახებ, თუ ვინ წარმოადგენს მათ პარლამენტში და რა გადაწყვეტილებები მიიღება მათი სახელით.
ChemiParlamenti.ge შესაძლებელს ხდის საკანონმდებლო პროცესში მოქალაქეების უფრო მეტად ჩართვას, წარმოადგენს რა საშუალებას მომხმარებლისთვის:
მომავალში ვებგვერდს დაემატება ისეთი ფუნქციები, როგორიცაა კენჭისყრის ჩანაწერები, დეპუტატისთვის შეკითხვის SMS-ით დასმის შესაძლებლობა, დეპუტატების გამოსვლების ტექსტები და სხვა მახასიათებლები.
ChemiParlamenti.ge ეფუძნება მეთოდოლოგიას, რომელიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ „მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიურმა ინსტიტუტთან“ ერთად შეიმუშავა 2012 წელს ერთობლივი პროექტის, ShenMartav.ge-ის ფარგლებში, რომლის დონორებიც ევროპული პარტნიორობა დემოკრატიისათვის, ნიდერლანდების სამეფო და ღია საზოგადოების ინსტიტუტი იყვნენ.
საკონტაქტო პირი: ეკა როსტომაშვილი, 032 292 14 03, 577 74 40 00, EkaR@transparency.ge [1].
ვებგვერდი ChemiParlamenti.ge შეიქმნა შვედეთისგანვითარების სააგენტოს (Sida) გრანტის ფარგლებში.
