
საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ წარდგენილი საკონსტიტუციო სარჩელი საქმეზე „მათიას ჰუტერი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.“ საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შეძენაზე საქართველოს პარლამენტის მიერ 2014 წლის 31 დეკემბრამდე გამოცხადებული მორატორიუმი (დროებითი აკრძალვა), რადგან იგი ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლს, რომლის მიხედვითაც საკუთრების და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია, ასევე, დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მიესალმება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. გამოცხადებული მორატორიუმი უცხოელებს განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმს უწესებდა და მათ დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებდა. [1] აღნიშნული შეზღუდვა პრობლემებს უქმნიდა უცხოელ ინვესტორებსაც [2], რომელთა ქვეყანაში მოზიდვა მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის.
საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინების გამოცხადების მომენტიდან გაუქმებულია ნორმები, რომლებიც კრძალავს უცხოელების მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების შეძენას.
Links
[1] http://transparency.ge/blog/utskhoelebistvis-mitsis-shedzenis-akrdzalva-konstitutsiis-darghveva-da-sainvestitsio-garemoze-uaryopiti-gavlena
[2] http://transparency.ge/blog/moratoriumi-mitsis-gaqidvaze-mskhvili-utskhoeli-permerebis-istoriebi
[3] https://transparency.ge/ge/category/tags/mitsebis-shedzena
[4] https://transparency.ge/ge/category/tags/sakonstitutsio-sasamartlo