
თბილისი, 2014 წლის 18 თებერვალი – „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აქვეყნებენ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის მონიტორინგის მეორე ანგარიშს. ანგარიში მოიცავს ძირითადად, 2013 წლის პერიოდს და ხორციელდებოდა შემდეგი მიმართულებებით: საბჭოს საქმიანობის გამჭვირვალობა, გადაწყვეტილებათა მიღების პროცედურული საკითხები და დასაბუთებულობა, მოსამართლეთა დანიშვნა/მივლინება და საბჭოს ახალი შემადგენლობის დაკომპლექტება.
მონიტორინგმა გამოავლინა შემდეგი მნიშვნელოვანი შედეგები:
წინა წლებთან შედარებით, საბჭოს საქმიანობის საჯაროობის ხარისხი მნიშვნელოვნად გაიზარდა, საბჭოს სხდომების ჩატარების თაობაზე, როგორც წესი, სისტემატიურად წინასწარ ხდებოდა ინფორმაციის გამოქვეყნება, მონიტორინგის განმახორციელებელ ორგანიზაციებს ნაკლები პრობლემები ექმნებოდათ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის კუთხით, ასევე წინა პერიოდებთან შედარებით, საბჭოს სხდომებზე საბჭოს წევრები უფრო მეტი აქტიურობით გამოირჩეოდნენ სხვადასხვა საკითხებზე მსჯელობისას. ამავე პერიოდში, გაიზარდა საზოგადოების დაინტერესება საბჭოს საქმიანობის მიმართ და დაინტერესებულ პირებსაც თავისუფლად ეძლეოდათ საშუალება დასწრებოდნენ სხდომებს.
თუმცა, დადებითი ცვლილებების მიუხედავად, საბჭოს საქმიანობაში კვლავ შეინიშნება მნიშვნელოვანი ხარვეზები, რაც, ერთის მხრივ, გამოწვეულია საბჭოს საქმიანობის არასაკმარისი საკანონმდებლო რეგულირებით და მეორეს მხრივ, საბჭოს მიერ მოქმედი საკანონმდებლო ნორმების არასწორი განმარტებებით. კერძოდ:
საბჭოს საქმიანობის გამჭვირვალობა:
გადაწყვეტილებათა მიღების პროცედურები:
დამატებით აღსანიშნავია, მოსამართლეთა დანიშვნის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებები:
მონიტორინგის შედეგად არასამთავრობო ორგანიზაციებს წარმოადგენენ შემდეგ რეკომენდაციებს:
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ კვლავაც გააგრძელებენ საბჭოს მონიტორინგს ამ მიმართულებით.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის (JILEP) ფარგლებში.
Links
[1] https://transparency.ge/sites/default/files/post_attachments/USAID%20JILEP%20logos.png
[2] https://transparency.ge/sites/default/files/post_attachments/iusticiis%20umaghlesi%20sabchos%20monitoringis%20meore%20angarishi%2C%2018%20tebervali%202014.pdf
[3] https://transparency.ge/sites/default/files/post_attachments/GYLA%2C%20TIG%20logos%20GEO.png