კორიფცია - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG
კორიფცია
27 აპრილი, 2022

ბიძინა ივანიშვილის და მისი ნათესავების რუსული ბიზნესი

რუსეთის მიერ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებისა და დასავლეთის მიერ რუსეთზე უპრეცედენტო სანქციების დაწესების შემდეგ საქართველოს მმართველი ელიტის რუსეთთან ურთიერთობის ფორმებმა განსაკუთრებული აქტუალურობა შეიძინა. მას შემდეგ, რაც მსოფლიოს არაერთმა ქვეყანამ რუსეთს მნიშვნელოვანი ეკონომიკური და სხვა სახის შეზღუდვები დაუწესა, გაიზარდა იმის რისკი, რომ რუსეთი ამ შეზღუდვების გვერდის ავლას მის ხელთ არსებული ნებისმიერი საშუალებით ეცდება.