ოზურგეთში გამგებლის მიერ შესაძლო უკანონო პარტიულ დავალებებს რეაგირება არ მოჰყოლია - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

ოზურგეთში გამგებლის მიერ შესაძლო უკანონო პარტიულ დავალებებს რეაგირება არ მოჰყოლია

18 ივნისი, 2012

ტელეკომპანია მე–9 არხზე ამ წლის 24 მაისს გავიდა სიუჟეტი, რომლის მიხედვითაც ოზურგეთის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ილია ვაშაყმაძე თანამშრომლებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა სიების შედგენას ავალებს.

გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული ქმედება აშკარა წინააღმდეგობაში იყო მოქმედ კანონმდებლობასთან, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ მიმართა ხელისუფლებას შესაბამისი ზომების გატარების მოთხოვნით.

სამწუხაროდ, აღნიშნულ მიმართვას ხელისუფლების მხრიდან დღემდე არ მოჰყოლია შესაბამისი რეაგირება. აქედან გამომდინარე, მივმართავთ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებულ უწყებათაშორის კომისიას მოგვაწოდოს ინფორმაცია აღნიშნული საკითხის თაობაზე და მოითხოვოს ხელისუფლებისაგან კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომების დროულად გატარება.  

elections