
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” შეისწავლა კახეთის 8 მუნიციპალიტეტის მიერ 2013-2020 წლებში განხორციელებული ის ტენდერები და გამარტივებული შესყიდვები, რომელშიც გამოიკვეთა სახელმწიფო შესყიდვების პრაქტიკის საერთო დამახასიათებელი ნიშნები:
კვლევაში მოცემული ტენდერებისა და გამარტივებული შესყიდვების აბსოლუტური უმრავლესობა უკავშირდება ინფრასტრუქტურულ პროექტებს:
დოკუმენტში აღნიშნული მომსახურებების ძირითადი შემსყიდველები არიან:
კვლევამ გამოკვეთა „მბრუნავი კარის”[1] პრობლემის აქტუალობა კახეთის მუნიციპალიტეტებში: არაერთი ყოფილი თანამდებობის პირი თანამდებობის დატოვებიდან მალევე აფუძნებს კომპანიას და იწყებს ტენდერებისა და გამარტივებული შესყიდვების მიღებას იმავე მუნიციპალიტეტში, სადაც თანამდებობას იკავებდა.
კვლევაში, ასევე, მოყვანილია ისეთი საწარმოები და ფიზიკური პირები, რომელთა პირდაპირი კავშირი მოქმედ ან ყოფილ თანამდებობის პირებთან გამოკვეთილი არ არის, თუმცა რვავე მუნიციპალიტეტის მასშტაბით ამ კომპანიებს აერთიანებს შესყიდვებში მონაწილეობის შემდეგი მეთოდები:
გამოკვეთილი ტენდენციები და ძირითადი მიგნებები
კვლევაში მიმოხილულია[2] 51 შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და 7 ინდივიდუალური მეწარმის საქმიანობა, რომლებმაც, 2013-2020 წლებში, 167 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერი და გამარტივებული შესყიდვა მიიღეს.
შედეგად, კახეთის 8 მუნიციპალიტეტის მიერ ბოლო 8 წლის განმავლობაში განხორციელებულ შესყიდვებთან დაკავშირებით, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქმე გვაქვს კორუფციის სისტემურ პრობლემასთან.
დასკვნა და რეკომენდაციები
კვლევაში მოცემული ფაქტები ცხადყოფს, რომ კახეთის რვავე მუნიციპალიტეტში სახელმწიფო შესყიდვების ერთგვაროვანი პრაქტიკაა. ხშირ შემთხვევაში, ტენდერებსა და გამარტივებულ შესყიდვებს იღებენ მოქმედ და ყოფილ თანამდებობის პირებთან დაკავშირებული იურიდიული და ფიზიკური პირები. ასევე, კომპანიები, რომლებსაც შესყიდვის მიღებამდე მსგავსი სამუშაოს განხორციელების გამოცდილება არ გააჩნდათ.
კახეთის მუნიციპალიტეტების მიერ ინფრასტრუქტურულ პროექტებში გახარჯული საბიუჯეტო თანხების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ასეთი კომპანიებისკენაა მიმართული, რაც მიუთითებს სახელმწიფო შესყიდვების პროცესის ხარვეზებსა და კორუფციის რისკებზე.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს და საქართველოს გენერალურ პროკურატურას, შეისწავლონ კვლევაში მოყვანილი ფაქტები, სადაც იკვეთება სავარაუდო კორუფციისა და კომპანიებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნის პირდაპირი ნიშნები.
ასევე, მოვუწოდებთ მუნიციპალიტეტებს, იხელმძღვანელონ სახელმწიფო შესყიდვების საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად, დახვეწონ შესყიდვების მეთოდები, თითოეული შესყიდვის პროცესში გაითვალისწინონ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციები და გაასაჯაროონ ინფორმაცია ტენდერისა და გამარტივებული შესყიდვის პროცესში ჩართული ქვეკონტრაქტორების შესახებ.
აუცილებელია, თითოეულ გამარტივებულ შესყიდვას თან ახლდეს ბაზრის კვლევის შედეგები. საჭიროა, შემსყიდველმა უფრო ცხადად განსაზღვროს ის კრიტერიუმები, რის საფუძველზეც არჩევს კონკრეტულ კომპანიასა თუ ფიზიკურ პირს.
[1] „მბრუნავი კარის“ პრობლემა საქართველოში: კანონმდებლობისა და აღსრულების ხარვეზები, “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო”, 2019 წ. [1]
[2] კვლევა არ მოიცავს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის ყოფილი პირველი მოადგილის - გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიას, შპს “საგზაო სამშენებლო-სარემონტო კომპანია სერპანტინს”, რომელთან დაკავშირებითაც “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” 2020 წლის 17 თებერვალს გამოქვეყნებულ სტატიაში წერდა [2]. კომპანიის მიერ მოგებული ტენდერებისა და გამარტივებული შესყიდვების ჯამმა, 2013 წლიდან დღემდე, 120 მილიონ ლარს გადააჭარბა.
Links
[1] https://transparency.ge/ge/blog/mbrunavi-karis-problema-sakartveloshi-kanonmdeblobisa-da-agsrulebis-xarvezebi
[2] https://transparency.ge/ge/blog/giorgi-zedelashvilis-dedis-kompaniam-saxelmcipo-biujetidan-105-milion-larze-meti-miigo
[3] https://transparency.ge/sites/default/files/kaxetis_municipalitetebis_shesqidvebi_0.pdf
[4] https://transparency.ge/ge/category/tags/shesqidvebi
[5] https://transparency.ge/ge/category/tags/kakhetis-munitsipalitetebi