
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” შეისწავლა 2020 წლის (შემდეგში: საანგარიშო/საკვლევი პერიოდი) ქალაქ ბათუმის 2017 წლის მოწვევის საკრებულოს მიერ გაწეული საქმიანობა. ანგარიშის ფარგლებში წარმოგიდგენთ ინფორმაციას საკრებულოს საქმიანობის შესახებ შემდეგი მიმართულებებით:
ანგარიში ასევე მოიცავს ძირითად მიგნებებსა და რეკომენდაციებს, რომელთა გათვალისწინებაც დაეხმარება 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ დაკომპლექტებულ საკრებულოს მომავალ საქმიანობაში.
ანგარიშის საფუძვლად გამოყენებულია საკრებულოდან გამოთხოვილი ინფორმაცია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” დაკვირვებები და მედიის მასალები.
ორგანიზაციამ საკრებულოს 2017-2019 წლების საქმიანობის შეფასების ანგარიში 2020 წლის მარტში გამოაქვეყნა [1].