ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის, გოჩა ფუტკარაძის შვილთან, “ქართული ოცნების” შემწირველ, კობა ფუტკარაძესთან დაკავშირებული 3 კომპანია ბათუმში 129 ათას კვადრატულ მეტრამდე საერთო ფართის 3 საცხოვრებელ კორპუსს აშენებს. თავად კომპანიები და მათი მეწილეებიც დიდძალ თანხას სწირავენ „ქართულ ოცნებას” - ჯამში მათი შეწირულებები 486,000 ლარია.
გოჩა ფუტკარაძე 2003 წლიდან 2020 წლამდე სხვადასხვა სასამართლოში მოსამართლედ მუშაობდა, ხოლო 2020 წლიდან დღემდე ასრულებს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის [1] უფლებამოსილებებს. ის 2016 წლის ოქტომბრიდან მოსამართლედ გამწესებულია უვადოდ.
გოჩა ფუტკარაძის შვილი [2], “ქართული ოცნების” შემწირველი, კობა ფუტკარაძე შპს „მონუმენტ პალასის“ [3] 100% წილის მფლობელი და დირექტორია, ასევე, შპს „ექსპერტიზის ცენტრის“ [4] 50% წილის მფლობელი და დირექტორი, შპს „ლეგალ ედვაისის“ [5] 30% წილის მფლობელი და დირექტორი, შპს „რეალ პალასის (ს/კ 445394591)“ [6], შპს „ახალი ერას“ [7] და შპს „რეალ პალასის” (ს/კ 445499620) [8] დირექტორი.
კობა ფუტკარაძემ [9], შპს „ახალი ერას“ მეწილეებმა, შპს „რეალ პალასს” (ს/კ 445394591) და მის მეწილეებმა ჯამში 486,000 ლარი შეწირეს „ქართულ ოცნებას”, კერძოდ:
შპს „ახალი ერა“, ბათუმში, ევროპის მოედნის მიმდებარედ, ნოდარ დუმბაძის ქუჩის #12-ში, 952 კვადრატული მეტრ მიწის ნაკვეთზე აშენებს [10] 5,361 კვადრატული საერთო ფართობის მქონე შენობა-ნაგებობას [11], საიდანაც 2,776 კვადრატული საცხოვრებელი ფართი იქნება, ხოლო 854 კვადრატული დაეთმობა კომერციულ/სავაჭრო ორგანიზაციებს.
ასევე, შპს „რეალ პალასი” (ს/კ 445394591), ბათუმში, ცენტრალური საფეხბურთო სტადიონის მიმდებარედ, ჟიული შარტავას გამზირის #16-ში აშენებს [12] 81,136 კვადრატული მეტრი ფართის მქონე მრავალბინიან საცხოვრებელ [13] კომპლექსს [14].
შპს „რეალ პალასი” (ს/კ 445499620)“, ბათუმში, ანგისის ქუჩა #95-ში აშენებს [15] 42,098 კვადრატული მეტრი ფართის მქონე მრავალბინიან საცხოვრებელ კომპლექსს [16].
Links
[1] http://hcoj.gov.ge/ka/%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%A9%E1%83%90-%E1%83%A4%E1%83%A3%E1%83%A2%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94.html
[2] https://declaration.acb.gov.ge/Home/DownloadPdf/104288
[3] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFL3%5B4mAZxYyusqK7UmA87wfNSV%5DboPStXfX3GKBNoI96
[4] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFIdC%5BMdtFjnyCIch0mCQGppaKTxV%5BIRmISNYcCykxNIO
[5] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFEyFCt7%5BhfnPVW%5BDaGDNrxlk3rRJ3Ir8GnbJejD6Xwpn
[6] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFNHfYKaYudbIRBcvHc9LSe0Hx31VwW%5BADR1HFW%5DwrmOy
[7] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFEaytY%5DeZ6J3IutKkUBWDBABT30%5B1JRmmvw2UzUSiaDd
[8] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFN4lyBeWlbkWYhyubANOMtKk7bOHe7oNeSZuPwVIOnCs
[9] https://monitoring.acb.gov.ge/ka/donations?af=&at=&from=&to=&l=0&n=&i=61001077611
[10] https://drive.google.com/file/d/1ZUXt0vjW5BSpPb6GCkF_Bpu3n4tVJ75g/view?usp=sharing
[11] https://drive.google.com/file/d/1082-vaFLqUEXM7aYQtb1dAjbiTn8zZ_K/view?usp=sharing
[12] https://drive.google.com/file/d/1XUHB1xl_QXQp7XBshlQaTiFA1AqqbFug/view?usp=sharing
[13] https://drive.google.com/file/d/1BnpmKlJbHpIFG4BulZx_QjdG58Makq7T/view?usp=sharing
[14] https://drive.google.com/file/d/1xHeAGetkC1x8NDnABtZSOpDSoygVTJTm/view?usp=sharing
[15] https://drive.google.com/file/d/1UAjWO2eIu6qyF8zSWf5qxiS7UmdJ0Cwk/view?usp=sharing
[16] https://drive.google.com/file/d/1H_EP9Youtm6Q1dQvyrJIwsnlxA2WQOnX/view?usp=sharing
[17] https://transparency.ge/sites/default/files/screenshot_2024-08-22_at_11.51.40.png
[18] https://transparency.ge/sites/default/files/futk.png